magnumphotos
დაარსებული 1947 წელს, Magnum Photos არის ფოტოგრაფიული დაწესებულება და არქივი. მათი ინსტაგრამ გვერდი სავსეა საინტერესო ფოტოებით. მათ გვერძე შეგიძლიათ ფრენკ სინატრას, სალვადორ დალისა და Mad Men-ის მსახიობების ფოტოებს თვალი ადევნოთ. ფოტოჟურნალისტი ტიმ ჰეტერინგტონი ამ გაერთიანებაზე წერს: ,,მე მინდა ავსახო მსოფლიო მოვლენები, დიდი ისტორიები მოთხრობილი პატარა ისტორიების ფორმით."
coryrichards
კორი რიჩარდსი National Geographic-ის ფოტოგრაფი და მთასვლელია. ის ამ ორ საქმიანობას საოცარი ფოტოებით გვიზიარებს. მისი ინსტაგრამ გვერდის ნახვისას შეძლებთ სხვადასხვა უმალესი წერტილიდან მსოფლიოს დათვალიერებას. ფოტოგრაფის მიერ შექმნილი არქივი ნამდვილად გააკვირვებს ყოველ მნახველს.
jonpauldouglass
https://www.instagram.com/p/Bn4Mrbsh7z1/
ფოტოგრაფის გვერდზე ნახავთ იუმორისტულ, სურეალუსტურ და მინიმალურ კომერციულ ფოტოებს. აღსანიშვანია, რომ მას უმუშავია ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა Apple და Instagram.
JoshuaWoods
ჯოშუა მოდის ფოტოგრაფია, რომელიც ინსტაგრამის მომხმარებლებს მოდურ, საინტერესო, და ვინტაჟურ ფოტოებს სთავაზობს.
Abu888
აკიჰიტო ნაგატა შავ-თეთრი ფოტოებით გამოირჩევა. მისი საყვარელი თემები არქიტექტურა და ხალხია. თუ თქვენ შავ-ტეთრი ფოტოგრაფია ან ამგვარი თემატიკა გიზიდავთ, მაშინ მისი ნახვა აუცილებელია.
cestmaria
შავ-თეთრი ფოტოგრაფიისაგან სრულიად განსხვავებული მიდგომის მქონე ფოტოგრაფი – მარია მარიე ერთ-ერთი ყველაზე ფერადი გვერდითაა გამორჩეული ინსტაგრამზე. ის ყოველდღიურ სიტუაციებს ბედნიერი და პასტელური ფერებით გვანახვებს.