შთამაგონებელი წიგნები ქალთათვის ︱აუცილებელი საკითხავი

Persepolis: The Story of a Childhood

A New York Times-ისა და Time-ის მიერ აღიარებული გრაფიკული ნოველა შავ-თეთრ სურათებს იყენებს ჭკვიანი და მამაცი ქალის ისტორიის მოსაყოლად. ეს წიგნი მკითხველს ომისა და პოლიტიკური რეპრესიის უარყოფით თვისებებს ახსენებს. 

 

Fear of Flying

ნოველა ქალთა თავისუფლებასა და გაძლიერებას ეხება. საზოგადო რწმენით, სწორედ ამ წიგნთანაა დაკავშირებული სექსუალური რევოლუცია. წიგნი ისადორა ვინგის შესახებ გვიყვება, რომელიც მის ხუთწლიან ურთიერთობას ტოვებს და ევროპაში მიემგზავრება. ახალი პარტნიორის გაჩენის ნაცვლად, ის ბედნიერებაზე ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სწავლობს . მიუხედავად იმისა, რომ ნოველა 1973 წელსაა დაწერილი, ის დღემდე პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემატიკას ურთიერთობებზე. 

 

Expecting Adam: A True Story of Birth, Rebirth, and Everyday Magic

ბესტსელერი რეალურ ორსულობის ისტორიას გვიყვება. წყვილს, რომელიც კარიერაზე იყო ორიენტირებული, უჩნდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, რომელიც აიძულებს მშობლებს განაახლონ ხედვა ცხოვრებასა და ყველაფერზე, რასაც ისინი მნიშვნელოვნად თვლიან. 

 

Can't We Talk About Something More Pleasant?

მემუარი თავაზობს კომფორტსა და იუმორს იმ ადამიანებს, რომლებსაც მოხუცებული მშობლები ჰყავთ. სიცილი და ცრემლები საინტერესოდაა გადმოცემული ავტორის ილუსტრაციებით, ფოტოებითა და დოკუმენტებით. წიგნში გამოყენებულია უნიკალური ილუსტრაციები, რომლებიც მძიმე თემას იუმორით გვიმსუბუქებს. 

 

Radical Acceptance

ბუდისტური ანდაზების, მედიტაციისა და პირადული ანეგდოტების მეშვეობით ავტორი მკითხველს ეხმარება გადალახოს არაჯანსაღი თვითკრიტიკა. ეს პრაქტიკული წიგნი მის ოცწლოვან კარიერას, მის პაციენტებსა და ბუდისტური სტუდენტების გამოცდილებებით დაიწერა. წიგნი მკითხველს დაეხმარება ცხოვრება სიყვარულითა და მთლიანობით აღავსოს. 

 

Little Women

დღევანდელი დროის მკითხველები აუცილებლად ამოიცნობენ თავს ამ წიგნის პროტაგონისტებში. აქ მოთხრობილი ისტორია ქალთა წინსვლას და გენდერულ როლებს მიღმა გასვლას გვიჩვენებს.

 

 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>