To Do List ︱16 ნოემბერი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი პარასკევი დღე მეტად გახალისდება. ✨

თბილისში 16 ნოემბერს წვიმაა გამოცხადებული, ხოლო ტემპერატურა 6-9 გრადუსებს შორის მერყეობს, შესაბამისად კარგი იქნებოდა ამ პარასკევს საყვარელი წიგნის წაიკითხვა, ამინდის შესაბამისი მუსიკის მოსმენა ან იმ სერიალს ნახვა, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ, მაგრამ აქამდე ვერ ახერხებდით. თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, გადახედეთ საიტზე განთავსებულ რუბრიკას – TOP 12 და ნახეთ რას გვირჩევენ ჩვენთვის ცნობილი ადამიანები. 

 

წვიმიან ამინდში ცხელი სასმელის დაგემოვნება ალბათ აუცილებელიც კია, ამიტომ დღის განმავლობაში შეგიძლიათ ესტუმროთ ,,ჩაის სახლს". 

​"ჩაის სახლი ოპერასთან" რ,ლაღიძის 2
"ჩაის სახლი ქიაჩელზე" ქიაჩელის 4/1

მაღაზია-კაფე  სადაც შეგიძლიათ
– შეიძინოთ 80 მდე სახეობის ჩაი 
 დააგემოვნოთ თქვენთვის სასურველი ჩაი 
– შეიძინოთ  ჩაის  აქსესუარები
– იმუშაოთ, დაისვენოთ, წაიკითხოთ და შეხვდეთ მეგობრებს  მშვიდ გარემოში

 

18:00 საათზე შეგიძლიათ გადაინაცვლოთ ლიტერატურის მუზეუმში (8 გია ჭანტურიას ქუჩა), სადაც ნახავთ გამოფენას ,,გაუქმებული რელიკვია". მოწვეული ხელოვანების სიაში არიან: თეა გვეტაძე, ნინო საკანდელიძე, ნინო ქვრივიშვილი, თემო ჯავახი. 

,,გამოფენის იდეა ეფუძნება უახლესი სახელოვნებო ისტორიის გაანალიზებას, კერძოდ, საბჭოთა პერიოდის ხელოვნების იდეოლოგიური მოტივებისა და დღევანდელი სამომხმარებლო კულტურის კრიტიკას. საბჭოთა პერიოდის ნარატივი და გაყალბების თეორია გადაკვეთილია ფოლკლორული და კიჩური ესთეტიკის ნაზავთან. ამ მოვლენებზე დაკვირვებით, გამოფენა წარმოადგენს დიალოგს დროსა და სივრცეში, სადაც სამუზეუმო ექსპონატები კონკრეტული პერიოდის აღმნიშვნელი არტეფაქტები – „გაუქმებული რელიკვიის“ ნიმუშებია. აღნიშნული ობიექტები, როგორც ისტორიული დოკუმენტები, ახალი კონტექსტების ძიებას იწყებენ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნიმუშების გვერდით. "

 

ხვალინდელი დღისათვის ორ გამოფენას შემოგთავაზებთ. მეორე გამოფენა პროექტ "არტისტერიუმის" ფარგლებში, დედიკას გალერეაშია წარმოდგენილი. გამოფენილი იქნება უკრაინელი არტისტი დიმა ფილატოვი. ღონისძიების სახელწოდებაა – ,,K ART ON‘’. 

დამთვალიერებელი გაეცნობა შესაფუთ მუყაოზე ტუშითა და აკვარელით შესრულებულ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომელიც რამდენიმე სერიას მოიცავს: ,,ნივთები”, ,,გზა’’, ,,ზაფხული შეჩერდა”, ,,კონსტრუქციები”.

გამოფენის გახსნა: 16 ნოემბერი, 19:00 – 22:00
მისამართი: ათონელის 27/ სანაპიროს 4 
გამოფენა გაგრძელდება 26 ნოემბრამდე 

 

20:00 საათზე რუსთაველის თეატრში ჰოფეშ შეხტერი და დასი წარმოგიდგნეთ სანახაობას – SHOW. 

,,ჰოფეშის „სანახაობა“ ჯამბაზებზე გვიამბობს. რომლებიც მრისხანე და საზიზღარი მკვლელები არიან, მუდამ მოთამაშე მასხარები, თამაშ-თამაშში იცვლიან სტატუსს შოუმენსა და ჯალათს შორის. ყელს გამოსჭრიან თუ არა თავიანთ მსგავს, ცისკენ მიმართული ხელებით, სწრაფად გადაეშვებიან შეხტერის მუსიკის პერკუსიულ რითმში და გულისცემის ხმოვან ლანდშატფტში, მათ მრისხანე ფუსფუსს სადღაც ქაოსში, ამაოებაში გაყავხარ. ეს ჰოფეშის კომენტარია პოლიტიკის აბსურდულ , გამანდგურებელ, დამღუპველ თამაშზე, ან უბრალოდ დღევანდელ მსოფლიო „სანახაობაზე“."

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>