12 გამონათქვამი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეიძლება ეკლიანიც აღმოჩნდეს. აქ თავმოყრილი გამონათქვამებით შევეცდებით გაგამხნეოთ და განახლებული ძალა შეგძინოთ. 

1. წვრილმან გეგმებს ნუ დააწყობ, ხიბლი არ აქვთ – დიადზე იოცნებე და დიდ-დიდი საქმეებიც დაისახე მიზნად! – დენიელ ჰ. ბარნამი.

2. …წარმატების უპირველესი გასაღები ურწყევი რწმენა და მკაფიო ხედვაა; ნებისმიერი ნაოცნებარი შეგიძლია სინამდვილედ აქციო. – ლინდა ბრედფორდ რაშკე, წიგნიდან ,,ქალები ქუჩაში".

3. ათიანში რომ გაარტყა, ცოტა მაღლა დაუმიზნე. – უცნობი ავტორი. 

4. ნამდვილი მუსიკის დასაკრავად თვალი მუდამ უშორესი ვარსკლავისაკენ უნდა გაგირბოდეს. – იეჰუდი მენუხინი.

5. თუ წარმატება გსურს, ყოველივე შენს მისწრაფებას დაემორჩილე, აზრი და მიზანი შეათანხმე, და ძალ-ღონეც არასოდეს დაიშურო. – კლოდ მ. ბრისტოლი.

6. კარგა ხანია მივხვდი იმას, რომ მიზანდასახული ხალხი ბედს კი არ ელოდება, გამუდმებით ბედის შესახვედრად მიუწევს გული. – ელინორ სმიტი.

7. ან ვიპოვით გზას, ან ახალს გავიყვანთ. – ჰანიბალი.

8. სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასდროს დაეცე – საქმე ისაა, დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო. – კონფუციუსი.

9. თავისთავად ერთი მარცხი კი არაა საქმის წამხდენი – არამედ შემდგომის შიშით უკანდახევაა… დაივიწყე და გზა განაგრძე. – ენ შერონ მონრო ,,სიმღერა წვიმაში".

10. ოქროს, ზურმუხტისა და ალმასის მოსაპოვებლად ჯერ ზღვა ტალახი უნდა ჩიჩქნო. – პემ ბრაუნი.

11. წარმატება ერთჯერადი აალების შედეგად არ მოდის – საკუთარ თავს მუდმივად ცეცხლი უნდა შეუნთო ხოლმე. – რეგი ლიჩი. 

12. დიდი მიღწევა, როგორც წესი, მარცხის მყარ საძირკველს ეფუძნება. – პემ ბრაუნი. 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>