თორნიკე გოგრიჭიანის ფილმმა “ანდრო” გრანპრი მიიღო

ფესტივალზე ,,Troyes Festival du Court Métrage'' მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ანდრო” გრანპრი მიიღო.

ფილმის სიუჟეტი პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები, უმუშევარი არქიტექტორის, ანდროს შესახებ გვიყვება, რომელიც ცდილობს ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს. გაავსებს მანქანას ოჯახიდან გადაყრილი გამოუსადეგარი ნივთებით და გაემგზავრება თურქეთისკენ სავაჭროდ, თან მცირეწლოვანი შვილიც ახლავს. მამა-შვილი საზღვრიდან დაიმგზავრებს თურქ თანერს, ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდება მათთვის.

რეჟისორი: თორნიკე გოგრიჭიანი. სცენარი: თორნიკე გოგრიჭიანი. ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი. მონაწილეობენ: ანდრო ჯაფარიძე, დათო როინიშვილი, გაგა შიშინაშვილი.

ზემოთნახსენები ფილმისათვის ეს პირველი გამარჯვება არაა! თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე თორნიკე გოგრიჭიანის ფილმმა „ანდრომ“ 2017 წელს გაიმარჯვა. ფილმმა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო ფანტასტიკისათვის მიიღო.

 

თორნიკე გოგრიჭიანი 1986 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ანდრო" მისი სარეჟისორო დებიუტია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>