კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

 

კვირის ფერია

ვარდისფერი დელიკატური ფერია, რომელიც სიტკბოსთან, მხიარულებასთან, რომანტიკულობასთან, ქალურობასთან და სინაზესთან ასოცირდება. ასევე მის შემხედვარეს შეიძლება გაგვახსენდეს საყვარელი ნივთები ანდაც საღეჭი რეზინა, თუ ბამბის ნაყინი. 

ვარდისფერი უნივერსალურ სიყვარულთან ასოცირდება საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ის გამოხატავს მეგობრობას, მოწონებას, ჰარმონიას, შინაგან სიმშვიდეს და უშუალობას. შეიძლება ითქვას, რომ ვარდისფერი წითელის განსხვავებული ვარიაციაა. თუ წითელი ვნების, აგრესიის, მოქმედების გამომხატველია, ვარდისფერი – რომანტიკასთან და მოხიბვლასთან უფრო ახლოს დგას. 

ვარსიფერ ქვებს, მაგალითისათვის ვარდისფერ კვარცს, სიმშვიდე, მიმღებლობა და სირბილე მოაქვთ. ვარდისფერი კვარცი ასევე დედების და დედაშვილური სიყვარულის ქვად ითვლება. 

 

კვირის სიმღერაა

 

EASTER ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტია, რომელიც მუსიკოსმა შტაინ ომარმა და პროდიუსერმა მაქს ბოსმა დააარსეს. მათ პირველმა ალბომმა Ur a Great Babe (2011 წელი) დიდი წარმატება მოუტანა. ინდი პოპ ბენდის შემოქმედება სოციალური ტექსტებით გამოირჩევა და შექმნის დღიდან აკეთებს აქცენტს სექსუალობასა თუ სხვა აქტუალურ თემაზე. კოლექტივი ვიდეო არტისა და ელექტრონული პოპის ჟანრში მოღვაწეობს.

დუოს სახელწოდება EASTER (რომელიც ითარგმნება, როგორც აღდგომა) იმ ფაქტმა განსაზღვრა, რომ მუსიკოსები კარიერის დასაწყისში სხვადსხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, ერთმანეთს კი სააღდგომო არდადეგებზე ხვდებოდნენ.

 

კვირის ნახატია

დეივიდ ჰოკნი 9 ივლისს 1937 წელსაა დაბადებული. იგი ინგლისელი მხატვარი, მხაზველი, პრინტმეიკერი, სცენის დიზაინერი და ფოტოგრაფია. მას 60-იანების პოპ არტის მიმხინარეობაში დიდი წვრილი აქვს შეტანილი და მიჩნეულია, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი მხატვარი. 

 

კვირის ფრაზაა

ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი  წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი; ე.წ. „ბინძური რეალიზმის“  მიმდინარეობის წარმომადგენელია.

ბუკოვსკის წერის მანერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისი ქალაქის, ლოს-ანჯელესის, სოციალურმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა პირობებმა. მის ნაწარმოებებში აღწერილია ხელმოკლე ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრება, ალკოჰოლი, ურთიერთობა ქალებთან, ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინა. ბუკოვსკის დაწერილი აქვს ათასობით ლექსი, ასობით მოთხრობა და ექვსი რომანი, რომლებიც ერთობლივად ექვს წიგნად არის გამოცემული.

 

 

 

 

 

 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>