Le Chic Radical – სამკაულები #საქართველოდან

 

 

1. როდის და რა მიზნით შეიქმნა Le Chic Radical? 

Le Chic Radical 3 თვეში ერთი წლის გახდება. ბრენდის შექმნის იდეა მე [ნინო დოლიძეს] და გიორგი ვაზოვსკის მუდამ გვქონდა, რაც დავმეგობრდით და ველოდებოდით სწორ დროს, რომ ჩვენი იდეა განგვეხორციელებინა. მიზანი ერთი იყო, შეგვექმნა ისეთი სამკაული, რომელიც იქნებოდა, როგორც თანადროული და 2018 წლის ტენდენციებს მორგებული, ასევე timless piece-ებისგან შემდგარი. სამკაული, რომლის მორგებასაც მომხმარებელი შეძლებდა, როგორც ყოველ დღე, ასევე გამოიყენებდა დღესასწაულებსა და წვეულებებზე.

2. საიდან მოდის თქვენი ბრენდის შთაგონების წყარო და რა მასალას იყენებთ სამკაულების დასამზადებლად? 

ჩვენი შთაგონების წყარო მუდამ ცვალებადია კოლექციების მიხედვით. ძირითადი მასალა, რომელსაც სამკაულის შესაქმნელად ვიყენებთ არის ვერცხლი (925 სინჯი), სხვადასხვა ძვირფას თუ ნახევრად ძვირფას ქვებთან კომბინაციაში.
პირველი კოლექცია შედგება Swarovski-ის კრისტალებისაგან, რომლის ინსპირაციის წყაროც კოსმიური სხეულებია, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ასევე 90-იანი წლების ზეგავლენაც იგრძნობა, ფრანგული sexyness და მინიმალიზმი.
მეორე კოლექციის ინსპირაციის წყარო არის ბერძნული მითოლოგია, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებისა და წყალქვეშა სამყაროს ფანტასმაგორია. ამ კოლექციის შესაქმნელად გამოყენებულია ბუნებრივი მარგალიტები.

 

 

3. ვინ არის თქვენი მომხმარებელი და რითია თქვენი პროდუქტი გამორჩეული? 

ჩვენი პროდუქცია არის ხელნაკეთი, თითოეული პროდუქტი არის უნიკალური და განუმეორებელი. ჩვენი მომხმარებელის სეგმენტი შედგება ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც უყვართ ნიშური ბრენდები. ისეთი ცნობადი სახეები ატარებენ ჩვენს სამკაულს, როგორიცაა Harling Ross, ბლოგ Man Repeller-დან, დები პოსტერნაკები ნიუ იორკში და ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მოკლე დროში საპატიო ადგილი დავიმკვიდრეთ მოდის ინდუსტრიაში და ცნობად სახეებზე ვხედავთ ჩვენს ქმნილებებს.

 

 

4. რას ფიქრობთ, რა არის Le Chic Radical-ის ყველაზე დიდი წარმატება? 

ამ ეტაპზე Le Chic Radical-ის წარმატება არის ყველა ის Retailer-ი, რომლებმაც დაინახეს ჩვენში ენთუზიაზმი, შრომისმოყვარეობა და ჩვენი ბრენდის უნიკალურობა, რაზეც ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდით.

5. სად შეიძლება სამკაულების შეძენა და რამდენად ხელმისაწვდომია ის ქართველი მყიდველისათვის?

ჩვენი სამკაულის შეძენა საქართველოში შესაძლებელია მაღაზია MORE is LOVE-ში (როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე: ლეო ქიაჩელის ქ.14) და მაღაზია MRKT-ში (შოთა რუსთაველის გამზ. 7), ორივე მაღაზიაში წარმოდგენილია განსხვავებული კოლექციები. უამრავ ქართველზე შეგვინიშნავს ჩვენი პროდუქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები მეგობრულია და ნებისმიერს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი მისაღებ ფასად Le chic radical-ის კოლექციებიდან.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბრენდის ინსტაგრამი:

 

 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>