ისტორიული ქალები STEM-ში #WomenPWR

როზალინდ ფრანკლინი

სამწუხაროდ მის შესახებ სკოლებში არ გვასწავლიან. სწორედ როზალინდ ფრანკლინის წყალობიდთაა, რომ ვიცით დნმ-ი როგორ გამოყურება. ასევე, მას არასოდეს მიუღია ნობელის პრემია, რადგან ცერემონიამდე გარდაიცვალა და მისი სურათები სხვა მეცნიერებმა – ვატსონმა და კრიკმა მიისაკუთრეს. ქალი მეცნიერის ნაშრომის დამსახურებით ბიოლოგიაში, გენეტიკასა და სხვა სფეროებში ის პროგრესი არ გვექნებოდა რაც დღეს გვაქვს. 

 

სოფი გერმენი 

სოფი გერმენი 1800-იანი წლების ფრანგი მათემატიკოსი იყო. სამწუხაროდ, მას საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნება მამაკაცის ფსევდონიმით უწევდა. სიფისათვის პარიზის მეცნიერულ აკადემიას პრიზი უნდა გადაეცა, თუმცა სქესობრივი დისკრიმინაციის გამო 7 წლის მანძილზე ცერემონიასაც კი ვერ დაესწრო. მას ნაშრომები სიმკვრივისა და რიცხვების თეორიაზე აქვს გამოქვეყნებული. 

 

ადა ლოვლეისი

ადამ პროგრამირება მაშინ დაიწყო, როდესაც კომპიუტერები საერთოდ არ არსებობდნენ. შუა 1800-იან წლებში მან ჩარლზ ბაბაჯის იდეებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ნახატებსა და ჩანაწერებს მოიცავდა, ჰიპოთეტური პროგრამები დაწერა. ადა ლავლეისი მიჩნეულია, როგორც პირველი პროგრამისტი და კომპიუტერული მეცნიერების დედა. ის ასევე გახლდათ მათემატიკოსი და გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ნეიროლოგიაზეც. ეს ყველაფერი მან 36 წლამდე მოასწრო. 

 

დოქტორი ფე დელ მუნდო

ის გახდა პირველი აზიელი და პირველი ქალი, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ჩაირიცხა. ფილიპინების პრეზიდენტმა მას აშშ-ში სწავლა სრულად დაუფინანსა, თუმცა მან მაინც ჰარვარდი ამჯობინა. ის ქალების მიღების გამოცხადებამდე 9 წლით ადრე ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში. საკუთარი განათლებით, მას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ჯანმრთელობის დარგში და ასევე, ბამბუკისაგან გამოიგონა ინკუბატორი ღარიბი სოფლებისათვის. 

 

ბარბარა მაკკლინტოკი

ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეცნიერია გენეტიკის დარგში. მიუხედავად გარშემომყოფების დაცინვისა, მან ინტუიციურად ზუსტად იწინასწარმეტყველა ტრანსპოზონების ("მხტუნავი გენების") მექანიზმი. მოგვიანებით, როდესაც მისი ჰიპოთეზების დამამტკიცებელი ტექნოლიგია გაჩნდა, კაცობრიობამ მისი სიმართლე ნათლად დაინახა. ამის შემდეგ, მან კუთვნილი ნობელის პრემიაც მიიღო. 

 

ჰეიდი ლამარი

მან საკუთარი ქვეყანა და მჩაგვრელი ქმარი დატოვა, რათა საოცნებო კარიერას გაყოლოდა. დღისით ის მსახიობი, ხოლო ღამით – გენიოსი ინჟინერი გახლდათ. ჰეიდი თვითნასწავლი მეცნიერი იყო. 1914 წელს მან და მისმა პიანისტმა მეგობარმა დააპატენტეს მექანიზმი, რომლის წყალობითაც ნაცისტები ვერ შეძლებდნენ რადიოთი გადაცემული ინფორმაციის გაგებას. ამ ტექნოლოგიის წყალობითაა, რომ დღეს ინტერნეტი, ბულთუზი და ჯიპიესი გვაქვს. სამწუხაროდ, მას საკუთარი გამოგონებებით სარგებელი არასოდეს მიუღია. 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>