კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

 

კვირის ფერია

ბეჟი სანდო და კონსერვატორული ფერია. ასევე, ის ნეიტრალური და დამამშვიდებელია. ბეჟი ერთდროულად ყავისფერი სითბოს და თეთრი ფერის სიცივეს გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ თეთრს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ბევრი ბეჟს მომაბეზრებელ ფერად მიიჩნევს. 

ბეჟის განსხვავებული ტონი სახელად Ivory ტრადიციულად ქორწილს გვახსენებს. ამ ფერის მარგალიტი და ოპალიტი ძვირფას ქვებად მიიჩნევა. ამ ორ ფერთან ასოცირებული სიტყვებია – კრემი, რძე, ქვიშა, ბისკვიტი და სხვა. 

 

კვირის სიმღერაა

 

Placebo ინგლისური ალტერნატიული როკ-ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა ლონდონში 1994 წელს, ვოკალისტ და გიტარისტ ბრაიან მოლკოს და გიტარისტ-ბასისტ სტეფან ოლსდალის მიერ. ის ცნობილია ორსქესიანი იმიჯით და მუსიკალური შინაარსით. დღემდე მას გამოცემული აქვს შვიდი სტუდიური ალბომი. ყოველი მათგანი მოხვედრილა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო ოცეულებში და მსოფლიო მასშტაბით გაყიდულა 11 მილიონზე მეტი ასლით

 

კვირის ნახატია

ჯორჯია ო’კიფი ამერიკელი მოდერნისტი ფერმწერია. ხშირად მისი ხატვის ობიექტები ცხოველთა, ქალის, ძვლების, ყვავილების, მცენარეთა ორგანოების, ნიჟარების, ქვებისა და სხვა ნატურალური ფორმების გამოსახულებაა გაზრდილ მასშტაბებში.

 

კვირის გამონათქვამია

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>