idee fixe – ფეხსაცმელები #საქართველოდან

 

1. როდის შეიქმნა idee fixe და რას ნიშნავს მისი სახელწოდება თქვენთვის?

პირველი წყვილი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევკერეთ, თუმცა მანამდე გაჩნდა სახელი, იდეა და გავაკეთეთ ინსტაგრამის გვერდი. ბრენდის სახელის უკან რამე კონკრეტული ჩანაფიქრი არ დგას, უბრალოდ ლამაზი ჟღერადობის ფრანგული სიტყვაა, განსაკუთრებული არაფერი.

 

2. საიდან მოდის თქვენი ბრენდის შთაგონების წყარო და რატომ აირჩიეთ ფეხსაცმლის წარმოება?

idee fixe-ს კონცეფციაც და ინსპირაციის წყაროც სიმარტივეა. მოსახერხებელი, კომფორტული და სადა. ყველა მოდელზე ფიქრისას ძირითად შეკითხვას ჩვენს თავს ვუსვამთ: როგორს ჩავიცმევდი? აქედან იწყება სამუშაო პროცესიც. უშუალოდ ფეხსაცმელების წარმოების იდეა მას მერე გაჩნდა, რაც მივხვდით, რომ თბილისში ასეთ ფეხსაცმელს ვერ ვიყიდდით.

 

 

3. როგორ მყიდველზეა გათვლილი თქვენი პროდუქტი და რითია ის გამორჩეული?

ამ კითხვაზე ნაწილობრივ ზევით ვუპასუხეთ. idee fixe ყველასთვისაა, ვინც იმ კომპონენტებს ეძებს ფეხსაცმელში, რაზეც ზევით ვისაუბრეთ და ალბათ ცოტა მოდაც აინტერესებს. გამორჩეული იმით არის, რომ მარტივია, ზედმეტი დეტალების გარეშე. 

 

 

4. რას ფიქრობთ, რამ გამოიწვია თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტის წარმატება?

პროდუქტის წარმატებას რაც შეეხება, ვფიქრობთ ჯერ ყველაფერი წინ არის. ისე, კი მგონი ყველაფერში ასეა: თვითონ უნდა მოგწონდეს რასაც აკეთებ.

 

5. სად შეიძლება თქვენი ნაწარმის შეძენა და რამდენად ხელმისაწვდომია ის მყიდველისათვის?

თითქმის უკვე სამი თვეა, რაც საიტი ჩავუშვით. მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია გამოიწეროს სასურველი მოდელი. შემდეგი ეტაპი შოურუმის გახსნაა. ვიმედოვნებთ, მომვალ წელს იქ შევხვდებით.

 

 

 

ეწვიეთ მათ ინსტაგრამ გვერდს:

View this post on Instagram

☁️ EVA ✨

A post shared by idée fixe (@idee.fixe) on

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>