გაზაფხული – ჩანთები და პოსტერები #საქართველოდან

 

1. როდის შეიქმნა ,,გაზაფხული” და რას ნიშნავს მისი სახელწოდება თქვენთვის?

ეს სახელი მაცაცომ მოიფიქრა, რაც ჩემთვის ყველაფერ კარგს უკავშირდება. ასოცირებულია ახალ საწყისებთან, გამოღვიძებასთან და წისვლასთან. 'გაზაფხული' – ჩემი აზრით, ყველასთვის დადებით ემოციებს იწვევს.

 

 

2. რატომ აირჩიეთ პოსტერებისა და ჩანთების გამოშვება, და რა მასალას იყენებთ მათ დასამზადებლად?

ლამაზი ნივთები, ინტერიერში მყუდრო გარემო ყველას გვიყვარს. ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ლამაზი პოსტერებისა და პლაკატების შეძენა, ჩვენთან კი ნაკლებად. გააჩნია რას გააკეთებ და როგორ. ჩანთები შემთხვევით გამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო არქიტექტურულმა ბიენალემ შეგვიკვეთა და კარგად გაიყიდა, შესაბამისად ჩვენც გავაგრძელეთ. არც მასალაზე გვიფიქრია ბევრი, რაც მოგვეწონა ის ვიყიდეთ და გაამართლა.

 

3. როგორ მყიდველზეა გათვლილი თქვენი პროდუქტი და რითია ის გამორჩეული?

ჩემი აზრით, ვისაც ' მუზეუმის' ჩანთები უყვარს ჩვენს ჩანთებსაც შეიძენს. იაფი, ლამაზი და ხარისხიანია.

 

 

4. რა არის ,,გაზაფხულის” შემდეგი ნაბიჯი?  

პოსტერებზე დიდი გეგმები გვაქვს, მნიშვნელოვან გამოფენებში ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებასა და მასალაც ბევრი გვაქვს მომზადებული. აფხაზეთის ფოტოებით დავიწყეთ, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანი და საყვარელია. ვფიქრობთ განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, ვინც საერთოდ ნამყოფიც არ არის, საკუთარ ტერიტორიაზე. ჩანთებს რაც შეეხება, თან გართობაა და კიდევ ძალიან ლამაზი ჩანთების იდეა გვიტრიალებს თავში, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ.

 

 

5. სად შეიძლება თქვენი ნაწარმის შეძენა და რამდენად ხელმისაწვდომია ის მყიდველთათვის?

შეძენა სასტუმრო 'სტამბაში' ახალი წიგნების მაღაზიაში, ჩვენგან და მალე ინტერნეტის საშულებითაც იქნება შესაძლებელი.  
ასევე, ნელნელა შევალთ სხვადასხვა მაღაზიებშიც. გვინდა, რომ ნებიმიერ ადამიანს შეეძლოს მისი ყიდვა, ვისაც კი მოეწონება, ამიტომ ვცდილობთ, ძვირი არ ღირდეს.

 

 

 

რესპონდენტები:

ნინა ჭინჭარაული და მაცაცო ჭინჭარაული

 

ფოტო კრედიტები: გიორგი ნაზღაიძე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>