კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

 

კვირის ფერია

იასამნისფერი აერთიანებს ლურჯი ფერის სტაბილურობასა და წითელი ფერის დიდ ენერგიას. ის ასოცირებულია სიმდიდრესთან, საგვარეულოსთან, ძალაუფლებასა და ამბიციასთან. ასევე, ის დაკავშირებულია მშვიდობასთან, ღირსებასთან, სიამაყესთან, დამოუკიდებლობასა და ჯადოსნობასთან.

ბუნებაში იასამნისფერს არც თუ ისე ხშირად ვაწყდებით. ამ ფერის ყვავილები სინაზესა და განსაკუთრებულობასთან ასოცირდება. ბევრის აზრით, ამ ფერის მცენარეები წმინდა მნიშვნელობის მატარებელნი არიან. 

იასამნისფერს სხეულსა და გონებაზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენა აქვს. მან შესაძლებელია, რომ განსაკუთრებული, წმინდა განცდები აღძრას, მოგვმატოს მგრძნობელობა და დაამშვიდოს გონება.

 

კვირის სიმღერაა

 

 

Anathema ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა 1990 წელს ქალაქ ლივერპულში. იგი თავდაპირველად დუმ მეტალს ასრულებდა, მოგვიანებით კი გოთური მეტალის პიონერი გახდა. მათ დღემდე 11 სტუდიური ალბომი აქვთ ჩაწერილი. 

 

კვირის ნახატია

ტრეისი ემინი ინგლისელი ხელოვანია, რომელიც ცნობილია ავტობიოგრაფიული ხელოვნების ნიმუშებით. ემინი ნამუშევრებს სხვადასხვა მედიუმში ქმნის, რაც მოიცავს: ხატვას, ქანდაკებას, ფილმს, ფოტოგრაფიას, ნეონის ტექსტებსა და ქსოვილს. 

 

კვირის ფრაზაა