ვენის აუქციონის სახლიდან რენუარის ნახატი მოიპარეს

 

პოლიცია ავსტრიაში სამ ეჭვმიტანილს ეძებს მას შემდეგ, რაც ვენის აუქციონის სახლიდან პიერ ოგიუსტ რენუარის ნამუშევარი მოიპარული დახვდათ. 

ფრანგი იმპრესიონისტის ნახატი "Golfe, mer, falaises vertes (ყურე, ზღვა, მწვანე კლდეები)" 26 ნოემბერს, ორშაბათს შუადღისას მოიპარეს, სანამ ის აუქციონის სახლში საგამოფენოდ იყო გამოტანილი. 

ხელისუფლების წევრებმა ეჭვმიტანილების ფოტოები უკვე გამოაქვეყნეს. პოლიციის განცხადებით, ქურდებმა სხვადასხვა გასასვლელები გამოიყენეს ადგილის დასატოვებლად. 

ნამუშევრის ფასი 120 000-დან 160 000 ევრომდე მერყეობს. ის 1895 წელსაა შესრულებული და მხატვრის ნაკლებად ცნობილ ნამუშევარს წარმოადგენს. 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>