მდგომარეობებს შორის | In-between Conditions

 

KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე 2018 წლის 7 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს “მდგომარეობებს შორის”.

ტექნოლოგიური განვითარების არნახულმა სისწრაფემ, კომუნიკაციების მანამდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის ჭარბმა ნაკადმა გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა. ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალი მანიპულაციების შესაძლებლობებს აჩენს. ამ პროცესების ლოგიკურად თანმდევი ნაწილია ახალი შემოქმედებითი მანისფესტაციების სიმრავლეც.

გამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად. ის ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედია ხელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?

„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევრებს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ კულტურულ იმპულსებს ასახავს, რომლებიც პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით არის ნასაზრდოები. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკის კვლევის საშუალებით ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. დროის უკანასკნელი იმპულსები, რეგრესული აქსელერაცია ან თუნდაც პროგრესული გენიტალია(Progressive Genitalia), გამოსავალი მეტა ტექსტია, რომელიც თავის შემოსაზღვრულობას ააშკარავებს და ადგილს (კულტურულ) კოდებსა და ნიშნებს უთმობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები:

გიო სუმბაძე, გიორგი მაღრაძე, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე, ვატო წერეთელი, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი, თამარ გურგენიძე, თორნიკე ქარჩხა, ჯასპერ ფუნგი, ლადო ლომიტაშვილი, ლადო ონიანი, მამუკა ჯაფარიძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკოლოზ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე, ტილდა ჯორჯი,

InChina Collective: გოჩა ჟღენტი, ივეტა ჩხიკვაძე, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე, რამაზი ბაბლუანი, გვანცა ბერძენიძე, ბარა გალო, ელენე გაბრიჩიძე, დიმა დადიანი, სკოტ მაკოლაკი.

კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე.

დიზაინი: ნინუკა ცინცაძე 

*ღონისძიებაზე დასწრება უფასოა

KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე კლუბის ახალ პლატფორმაა. ეს არის კლუბის მესამე სართულზე მდებარე მულტიდისციპლინური ფორმატის საგამოფენო დარბაზი, რომლის მიზანია ახალი სახელოვნებო იმპულსების სინთეზით ელექტრონული მუსიკის აუდიტორიასა და სხვადასხვა შემოქმედებით მიმართულებებს შორის უნიკალური გადაკვეთის წერტილის შექმნა. “მდგომარეობებს შორის” სივრცის პირველი გრძელვადიანი საგამოფენო პროექტია.

პროექტის მხარდმჭერები და პარტნიორები:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთბილისის მერია / Tbilisi City HallGoethe-Institut Georgien , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauniსაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia , CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi, ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების არქივი, Georgia TodayArtarea/Tv2.0GeoLab • ჯეოლაბი9 მთა • 9 Mta

გამოფენის პარალელურად სამი თვის განმავლობაში გაიმართება ცოცხალი პერფორმანსები, ჩვენებები, ვორქშოფები და პრეზენტაციები.

გამოფენა ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ღია ყოველ სამშაბათს 15:00-დან 20:00 საათამდე. ის ასევე იმუშავებს კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად პარასკევსა და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებების დამსწრე აუდიტორიისთვის) და წინასწარი შეთანხმებით.
დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:
+995 577 935 032 / +995 593 750 076 / +995 558 900 400
ან მოგვწეროთ მეილზე: inbetweenconditons@gmail.com