To Do List #NewYearSpecial

ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად ყველას საჩუქრებზე გვიწევს ფიქრი, ამიტომაც ჩვენს რუბრიკაში – To Do List, დაათვალიერეთ ღონისძიებები, რომლებიც გაგიმარტივებენ სახალისო, თუმცა დამღლელ საქმეს. 

 

მთაწმინდის პარკი 22 და 23 დეკემბერს საახალწლო ბაზრობაზე გეპატიჟებათ. ჩვენთან ახალი წლის საუკეთესო საჩუქრებს , ნაძვის ხეებს და ტკბილეულს შეარჩევთ, რადგან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელნაკეთი ნივთების, სხვადასხვა აქსესუარების, საახალწლო ტკბილეულის – გოზინაყის, ჩურჩხელების, მურაბების მწარმოებელი კომპანიები.

 

20 დეკემბერს "ღვინის ქარხანაში" Art & Design Night Market გაიმართება. ეს ახალი ფორმატის წვეულება-ბაზრობაა, სადაც დაგხვდებათ Guga Khelaia-ს ძალიან კარგი მუსიკა, გემრიელი სასმელი და რაც მთავარია ხელოვნებასთან და დიზაინთან დაკავშირებული ნივთების საინტერესო და განსხვავებული ბაზრობა.

მობრძანდით, გაერთეთ და შეიძინეთ საჩუქრები თქვენთვის და თქვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის.
Art & Design Night Market – ღვინის ქარხნისა და პრინტ ფესტივალის LIFE N STYLE-ის ერთობლივი პროექტია.
**მისამართი: ვ. პეტრიაშვილის ქ. #1

 

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად, 21-23 დეკემბერს გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე!

მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს. 

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას. საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

 

2018 წლის 16 დეკემბერს მთაწმინდის პარკში პირველად გაიმართება საახალწლო ფესტივალი ქართული გემო. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინო, შუშხუნა ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელა, ნუგბარი, ტრადიციული საახალწლო კერძები და სხვა. ყველაფერი ის, რაც დამახასიათებელია ქართული საახალწლო სუფრისთვის. მონაწილეებს საშუალება ექნებთ დაათვალიერონ და შეიძინონ ადგილობრივი ნაწარმი, დაესწრონ გოზინაყის მომზადებისა და საახალწლო სუფრის გაფორმების მასტერკლასებს, მოუსმინონ პროფესიონალ მეღვინეს საახალწლო კერძებისა და ღვინის შეხამების შესახებ, საკუთარი ხელით დაამზადონ ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები. ფესტივალს გააფორმებს ცოცხალი მუსიკა.

 

მართალია წელიწადის ამ დროს ბაღი ნაკლებად ფერადია, მაგრამ 22 და 23 დეკემბერს "გარდენიაში" გაიმართება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა! წიწვოვანი მცენარეების გარდა, ჩვენს ახალ სივრცეში, შეძლებთ გარდენიაში დამზადებული ხელნაკეთი საახალწლო ნივთების შეძენას. აგრეთვე შეძლებთ ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების დათვალიერებას და მისი ნახატების მიხედვით შექმნილ სხვადასხვა ნივთის შეძენას. გამოფენა წარმოდგენილი იქნება 09:00 – 18:00 საათამდე

ასევე 22 და 23 დეკემბერს საღამოს 18:00 საათზე, ზურაბ შევარდნაძე გაუძღვება მასტერკლასს თემაზე "საახალწლო გვირგვინები" – დასწრების მსურველებს, გთხოვთ წინასწარ დარეგისტრირდეთ: 599181634

 

რა გაახალისებს თქვენს პატარებს ზამთრის გრძელი საღამოების დროს, როცა ეზოს თამაშებისთვის უკვე ძალიან ცივა? 
საახალწლოდ ირთვება ქუჩები, ეზოები, სახლები. მოდით ვცადოთ საკუთარი ხელებით დავამზადოთ საახალწლო მისალოცი ბარათები, სათამაშოები, ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები.


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრი 11 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ყოველ სამშაბათს გიწვევთ საახალწლო ვორკშოპზე.
დროის შესათანხმებლად და რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით. 
ტელეფონი: (032) 2 30 50 01, 599 515573/568 5155
თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10
ღირებულება: 5 ლარი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>