დოკუმენტური ფილმები ქალებზე #MustWatch

Miss Representation

 

დოკუმენტური ფილმი მედიაში ქალების წარმოჩენის პრობლემატიკას ეხება. ვიცით, რომ მოცემული ფილმის გზავნილი არც ახალი და არც შოკისმომგვრელია, თუმცა ეს ნამდვილად არ მეტყველებს მის არასაინტერესოობაზე. 

 

 

Joan Rivers: A Piece of Work

 

რივერსი 2014 წელს გარდაიცვალა, მისი ცხოვრება და კარიერა კი ახლა შეგვიძლია სრულად ვიხილოთ ახალ დოკუმენტურ ფილმში. წარმოდგენილი თემები უკავშირდება პოპულარულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეიჯიზმს და რა თქმა უნდა -იუმორს. 

 

She's Beautiful When She's Angry

 

ფილმის ყურების შედეგად გაეცნობით ქალთა უფლებების მოძრაობის ისტორიას, რომელიც ადრეული ანტიაბორტის კანონის პროტესტებიდან მესამე ტალღის ფემინიზმამდე გრძელდება. ქალთა პროტესტი აქ მთავარი თემაა, რის შედეგადაც ინგრევა სტერეოტიპი, რაც საზოგადოებას ფემინიზმთან დაკავშირებით შეიძლება დღემდე ჰქონდეს. 

 

 

A Ballerina's Tale

 

მისტი კოპლენდი ამერიკული საბალეტო თეატრის პირველი შავკანიანი მოცეკვავეა. ფილმი მისი ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავდაპირველი ნაბიჯებით ნიუ-იორკში იწყება. კოპლენდის ცხოვრება და ცეკვის ინდუსტრია სავსეა დისკრიმინაციითა და რასიზმით, რაც მოცემული ფილმის მთავარი თემაა. 

 

 

American Masters: The Women's List

 

ათობით ცნობილი და წარმატებული ქალი გვიზიარებს საკუთარ ცხოვრებისეულ ისტორიებს. ჩვენს სიაში ჩამოთვლილი ფილმებიდან ყველაზე მეტად ალბათ ეს აღგიმაღლებთ განწყობას.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>