კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

 

კვირის ფერია

მუქი ლურჯი ასოცირდება ელეგანტურობასთან, სიმდიდრესთან, განათლებასა და ძველმოდურობასთან. ასევე მდიდრული ლურჯი ქედმალურ იმიჯს გვანიჭებს. ამ ფერის დანახვისას გვახსენდება ღამის ცა, მაგია და ასტრონომია. 

ზოგადად ლურჯი ტონი ცისფერი ცისა და ზღვის ფერია. ის ასოცირებულია ღია სივრცეებთან, თავისუფლებასთან, ინტუიციასთან, წარმოსახვასთან, გამოხატვასა და მგრძნობელობასთან. ლურჯი ფერი ასევე სიღრმის, ნდობის, ერთგულების, სიბრძნის, სტაბილურობის, თავდაჯერებულობისა და განათლების ფერია. 

ცისფერი და ლურჯი ფერები დადებით გავლენას ახდენენ ჩვენს გონებაზე და სხეულზე. მათ აქვთ დამამშვიდებელი თვისებები. ის გვეხმარება თვითგამოხატვაში, თუმცა ზედმეტმა ცისფერმა თუ ლურჯმა შესაძლოა გამოიწვიოს მელანქოლია, ნეგატიურობა, სევდა, თვითმმართველობაზე ორიენტიულობა. ამ ფერების ნაკლებობასთან ეჭვი, დეპრესია, უჟმურობა, სისწრაფე და არასანდოობა ასოცირდება.

 

კვირის სიმღერაა

 

Air ფრანგული ელექტრონული ჯგუფია, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. მისი წევრები არიან ნიკოლა გოდენი და ჟან-ბენუა დუნკელი. მათ პირველ ალბომს Moon Safari კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს, რასაც მოჰყვა Premiers SymptômesThe Virgin Suicides10,000 Hz Legend და Talkie Walkie.

 

კვირის ხელოვნების ნიმუშია

ივ კლაინი – Blue Venus (The Venus of Alexandria)

მან მონოქრომული ნახატების ხატვა 1949 წლიდან დაიწყო. პირველი პერსონალური გამოფენა კი 1950 წელს გამართა. 1954 წელს კი მისი ნამუშევრების კატალოგი გამოვიდა სადაც საკუთარი შემოქმედებით სხვა ტრადიციული კატალოგების პაროდიას აკეთებდა. ამ კატალოგში იმ ჰაერის, სივრცის და ცის შეგრძნებები იყო გადმოცემული რაც მან სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილსა თუ სიტუაციაში განიცადა.

 

 

კვირის გამონათქვამია

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>