მზადება ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის #რედ-კო #ახალიგუდაური

კაწია აბსანძე – კომპანია რედ-კო საქართველოს მარკეტინგის განყოფილების უფროსი

გვიამბეთ მოკლედ რედკოს ისტორიის შესახებ  

პატარა დოზით შევეხები ძველ გუდაურს — სოლიკო ხაბეიშვილის ძალისხმევით, 1982-1985 წლებში გუდაურის სამთო-სათხილამურო ცენტრის მართვა გადაეცა საქართველოს „ცეკავშირს“. ამ პერიოდში, გუდაურში აშენდა რამდენიმე პატარა სასტუმრო, რესტორანი და ორი დაბალი წარმადობის, ორსავარძლიანი საბაგირო გზა — ეს  ის პერიოდია, როცა გუდაურის სიცოცხლე და ტურიზმი იწყებს ჩქეფას…

ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.

სამთო ტურიზმის ნიშა, რომელსაც მიაგნო „აუსტრია ტურიზმ კონსულტანტმა“ -იყო ჰელი-სკიინგი, მოთხილამურეთა მთის წვერზე ტრანსპორტირება ვერტმფრენის მეშვეობით და მათი დაშვება გაუკვალავ თოვლში. იმ პერიოდში, ასეთი ტიპის სამთო ტურიზმი შესაძლებელი იყო მხოლოდ კანადაში. ტურიზმის ამ სეგმენტში გუდაური კონკურენტუნარიანი გახადა ევროპასთან სიახლოვემ, სასრიალო ფერდების, პრაქტიკულად, უსაზღვრო რაოდენობამ და ვერტმფრენით ფრენის სიიაფემ.

რაც შეეხება რედკოს პროექტებს: დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და დიდი წვლილი აქვს შეტანილი გუდაურის განვითარების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უკავია. გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს.

კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება.

 

 

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ახალ გუდაურში?

გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას ააშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს.

ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან. საპროექტო ფირმა ecosign-მა გუდაურის განვითარების 5 წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა. გარდა 8 დაუსრულებელი და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელისა, კომპანია ასევე მუშაობს პროექტზე ,,Radisson Blu Gudauri”.

 

რა გველოდება შობის ღამეს რედკოში? როგორც ვიცით, თეონა კონტრიძის მოსმენის საშუალება გვექნება. გარდა ამისა, რა სასიამოვნო ამბები გველის სტუმრებს?

შობის საღამოს ჩვენი დამსვენებლებისთვის ვგეგმავთ სასიამოვნო საღამოს:

მუდამ ტემპერამენტული, ცეცხლოვანი, ენერგიული თეონა კონტრიძე ბენდთან ერთად  მსმენელს კიდევ ერთ შთამბეჭდავ პერფორმანსს შესთავაზებს.

თეონა, რომელსაც საზოგადოება ყველაზე ექსტრავაგანტული ჯაზ-პანკ დივის სახელით უკვე წლებია იცნობს, ერთგულ მსმენელს რჩეულ ჰიტებს შესთავაზებს.

სცენა ახალ გუდაურში ღია ცის ქვეშ განთავსდება და კონცერტზე დასწრება თოვლისა და სიმღერის მოყვარულებისთვის, რა თქმა უნდა, თავისუფალი იქნება. ჩვენ მთელი გუნდით ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს საღამო იყოს დაუვიწყარი და სასიამოვნო. აღსანიშნავია, რომ შობის ღამეს, სცენა ასევე დაეთმობა "თეატრალურის კვარტეტსაც", რომელმაც მსმენელის სიყვარული ტკბილი ქალაქური სიმღერების უბადლო შესრულებით დაიმსახურა.

შობის დილას კი თქვენს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ გლინტვეინით ხელში დატკბეთ ულამაზესი ხედებითა და გუდაურის მთებში დატრიალებული ენერგიით, რომელიც საოცარ სადღესასწაულო გარემოს შეგიქმნით.

 

 

წელს გუდაური გრანდიოზულ სეზონის გახსნას გეგმავს. თქვენ თუ გეგმავთ რაიმე ღონისძიებას ამასთან დაკავშირებით, ან ღონისძიებების ციკლს სეზონის განმავლობაში?

რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციასთან და მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად სეზონის გახსნა 15 დეკემბერს იგეგმება. ძალიან საინტერესო გარემო შეიქმნება სტუმრებისთვის, სადაც, ასახული იქნება როგორც ძველი გუდაურის კადრები, ასევე ახალი გუდაურის შტრიხები. როგორც აღვნიშნე, წელს გუდაური 30 წლის ხდება. შესაბამისად, ყველა ამ ციფრის ირგვლივ ვტრიალებთ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>