12 საჩუქარი ყველა ასაკისათვის

მათ ვისაც არ აქვს დრო მაღაზიებში სარბენად და ვისაც თავის მოვლის საშუალებები უყვარს, მაშინ "საპოვნელა" ზუსტად თქვენთის გვიპოვნია.

თორმეტმა ბედნიერი თხის რძით დამზადებულ ქართულ პროდუქტს მიაგნო, რომელიც, ყველა სიკეთესთან ერთად, 100%-ით ნატურალურია. 

გთავაზობთ ჩვენს ფავორიტებს:

საპონი მწვანე ჩაითა და პიტნით. თუ გინდა ვინმეს ცხიმთან, შავ წერტილებთან და ტოქსინებთან გამკლავებაში დაეხმარო, შენს ადგილას, ამ საპონს ვაჩუქებდით. 

დეტოქს საპონი მწვანე თიხითა და პიტნით ფასი – 15 ₾ შემადგენლობა: ქოქოსის კარაქი, ზეითუნის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, კოსმეტიკური თიხა, თხის რძე, პიტნა და პიტნის ეთერზეთი.

 

იმ მეგობრისთვის, ვინც რელაქსაციისთვის აბაზანას მიმართავს – აბაზანის ჩაი სამკურნალო მცენარეებით. დაჭიმულ კანსაც ამშვიდებს და დაბერებაშიც ხელს უშლის.

აბაზანის ჩაი ფასი – 18 ₾ შემადგენლობა: ზღვის მარილი, ინგლისური მარილი, ეთერზეთები, სამკურანლო მცენარეები.

 

ეს საპონი სკრაბიცაა და თან ნამდვილი მისწრებაც. არბილებს და ამასაჟებს კანს, ასუფთავებს კანის ფორებს და აშორებს მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს კანის სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას.

საპონი ლუფა ფასი – 13 ₾ შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, სიმინდის ზეთი, ზეითუნის ზეთი, პალმის ზეთი, თხის რძე, ლიმონის ეთერზეთი, ლუფა.

 

საპოვნელას აქვს მიტანის სერვისი. დაინტერესების შემთხვევაში: sapovnela.com

 

 

შემდეგი ბრენდი წვერ-ულვაშიანი მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. თუ იცნობ წვერიან კაცს, რომელიც თავის იმიჯზე ზრუნავს… ევრიკა! ბარბერსთორის დევიზია: ,,ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ჯენტლმენი უნდა სარგებლობდეს პრემიუმ ხარისხის წვერის მოვლის პროდუქით.”

 

თუ კაცი თავისი წვერის ერთგულია, მას ჩვეულებრივ თმის შამპუნს არ აკადრებს. ეს ნაზი და არომატული ,,ორგანული წვერის შამპუნი” როგორც ყოველდღიურად, ასევე კვირაში რამდენიმეჯერ შეგიძლია გამოიყენო.

წვერის შამპუნი თამბაქოს სურნელით ფასი – 25 ₾

 

ვისაც გამომშრალი სახის კანი ან წვერი აწუხებს, ამ ზეთს ვურჩევდით. ქავილისა და უსიამოვნო შეგრძებების აღმოფხვრასთან ერთად ის წვერს ატენიანებს და ბზინვარებას აძლევს. შეყვარებულის უხეში წვერი თუ გაწუხებს, must-have ნივთია.

Cedarwood Beard Oil (ორგანული წვერის ზეთი) ფასი – 25 ₾

ეს ხის 100%-ით ნატურალური სავარცხელი მათ, ვისაც დაუმორჩილებელი წვერი აქვს. Bad hair day-ს დროს შეგიძლიათ პალტოს ჯიბეში ჩაიგდო და მშვიდად დატოვო სახლი.

სანდალის ხის წვერის სავარცხელი ფასი – 15 ₾

 

თუ ამ სამიდან რომელიმეს თვალი დაადგი, ან გაინტერესებს ბარბერსთორის წვერის ზეთი, წვერის ბალზამი, წვერის შამპუნი, ულვაშის ცვილი, წვერის სავარცხელი და სხვა მრავალი საინტერესო სასაჩუქრო ნივთი დასერჩე  barberstore.ge

ჩაი ბევრისათვის საყვარელი სასმელია. განსხვავებულ ჩაის კი სტარტაპი ,,კონა" გვთავაზობს. ის არის სურნელის, გემოს, ვიზუალის, ხარისხისა და ამბავის კომბინაცია. მათი ინგრედიენტები თითქმის არ მეორდება. თითოეულს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს. ისინი ჩვენთვის არჩევენ საუკეთესოს – სუფთა გარემოდან და ხარისხიანს. 

 

 

შემდეგი ბრენდი ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი და დიდიან-პატარიანა ყველას გულს გაახარებს. ჩაის საქართველოში ლამის წყალზე უფრო ხშირად სვამენ. ჩაი კონას კრედოა ,,Pauca sed bona – ცოტა, მაგრამ საუცხოო  – რადგან რაც ძალიან კარგია, ვერ იქნება ბევრი.” ამ სტარტაპს 12 სხვადასხვა ჩაი აქვს, რომელთა ინგრედიენტებიც თითქმის არ მეორდება. თუ გინდა ჩაის მოყვარულს გული გაუხარო, kona.bio იმედს არ გაგიცრუებს.

მფარველი ვარსკვლავი ფასი – 11.90 ₾ მხნეობის კონა იგერიებს ავ ვირუსებს. ველ-მინდვრების ყვავილების კარნავალი გამოგზაურებს ვარსკვლავეთში. შემადგენლობა: მოცვის ჩაი, ასკილი, ჟოლოს ფოთლი, თავშავა და ცაცხვის ყვავილი, ფიჭვის ყვავილედი, ძირტკბილა, ლიმონის ცედრა, კალენდულა და ექინაცეა.
მთის ცვარი ფასი – 11.90 ₾ კონას მოცვის ჩაი, დათო თენიეშვილისგან, ბახმაროს კალთებიდანაა. მისი არომატი სუფთა და გამჭვირველეა, როგორც მთის ცვარი.
ნასადილევს / ნაბახუსევს ფასი – 11.90 ₾ კომშის კვირტის თაფლოვნებას, ლავანდისა და ქონდრის გამომაფხიზლებელ სიმძაფრესთან ერთად, მოაქვს შვება ნასადილევს და ნაბახუსევს. შემადგენლობა: კომშის კვირტის ჩაი, მთის ქონდარი, პიტნა, კოჭა, ფორთოხლის ცედრა, ლავანდი, ცოცხანა და სალბი.

 

 

ამ სტარტაპის პროდუქცია შვილიან მეგობრებზეა გათვლილი. ეიკო ხის სათამაშოებს აკეთებს, რომლებიც მოტოროკას და ლოგიკას ანვითარებს. თუ გინდათ, თქვენი პირმშოს ინტელექტი მთელ სამეგობრო წრეში იყოს განთქმული, ახლობლის მაგივრად საკუთარ შვილს აჩუქეთ. ეიკო ასევე შესანიშნავია შშმ პირებისთვის.

ყველა პატრიოტისთვის. თავიდანვე მივაჩვიოთ ბავშვის თვალი, რომ აფხაზეთი საქართველოა.

ფასი – 38 ₾

ხის ასოები. ათვისების შემთხვევაში, სკოლაში შესვლისთანავე ბავშვი პლიუსებს დაიწერს მასწავლებლებთან ანბანის ცოდნისთვის.

ფასი 35 ლარი

ევროპის ხის ფაზლი, რადგან გეოგრაფია ახალი თაობის ძლიერი მხარე არაა…

ევროპის ფაზლი ფასი – 65 ₾

ბრენდის ფეისბუკ გვერდი: facebook.com/EikoFactory

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>