დემნა გვასალიას მორიგი წარმატება #FashionAwards2018

ყველასათვის ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა – დემნა გვასალიამ, ლონდონში გამართულ Fashion Awards 2018-ზე წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვა. ის ღონისძიებას ვერ დაესწრო, თუმცა მისი სახელით ჯილდო კი ფრანგული ვოგის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა კარინ როიტფელმა მიიღო.

დემნა გვასალიამ აქსესუარების საუკეთესო დიზაინში გუჩის, დიორსა და პრადასაც კი აჯობა. 

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, ცერემონიაზე წლის საუკეთესო ბრენდად გუჩი დაასახელეს, წლის საუკეთესო დიზაინერად კი პიერპაოლო პიჩოლი ვალენტინოდან.

იხილეთ ვიდეო:

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>