თბილისის განახლებული სატელევიზიო ანძა

თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება. პროექტის მიხედვით, ანძაზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. ანძაზე მოეწყობა რესტორანი და პანორამული გადმოსახედი. კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტსი“.

"თბილისის ანძა ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, თუმცა ის შეიძლება გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი. ანძიდან იშლება საოცარი ხედი. ჩვენ 20-მდე ვერსიას განვიხილავდით, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ანძა მომავალში. ამჟამად დავედით ორ ვერსიამდე, სხვათაშორის ერთ-ერთი პროექტის თანახმად, რესტორანი, რომელიც ანძაზე მოეწყობა და მიწიდან 70 მეტრით იქნება დაშორებული, იტრიალებს, ეს არ ნიშნავს, რომ შენობა იტრიალებს, მაგრამ სკამები და მაგიდები რესტორანში ერთგვარ რელსებზე განთავსდება და ერთ წრეს დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება. ახლა თქვენი ქალაქის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი პროექტის განხორციელება იქნება უკეთესი", – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ანდრუს კორესაარმა.

სატელევიზიო ანძის მოდერნიზება დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება.

ნახეთ, პროექტისთვის მომზადებული ვიზუალები და გაიგეთ, როგორი იქნება თბილისის განახლებული სატელევიზიო ანძა:

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>