თბილისში ProductTank- ის ღონისძიებების სერია იწყება

ProductTank ღონისძიებების სერია 2018 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე, ტექნოპარკში იწყება. ის თბილისი სტარტაპ ბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით ხორციელდება. პირველი პროექტის ფარგლებში ტექნოპარკში საკუთარ გამოცდილებას დამსწრე აუდიტორიას GIFFER – ის თანადამფუძნებელი რომა გუჯაბიძე და პროდუქტ დიზაინერი გური სიჭინავა გაუზიარებენ. 

ProductTank Tbilisi ყოველთვიური ივენთ-სერიების ფარგლებში სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ-მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს უმასპინძლებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში გაგვიზიარებენ.

შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 155 ქალაქს აერთიანებს. პროექტის მიზანი პროდუქტ-აზროვნების ჩამოყალიბებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაა.

გური ქოიავა, თბილისის სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და ღონისძიებების სერიის თანაორგანიზატორი აცხადებს, რომ ამ პროექტის ფარგლებში პროდუქტებზე ორიენტირება და ამ მიმართულების წახალისება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. დაწყებული დიდი კომპანიებიდან, ახალგაზრდა სტარტაპებით დამთავრებული, ამ ფორმატის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა პროდუქტ ინჟინერებს, დამფუძნებლებსა და მენეჯერებს მოვუსმინოთ, თუ როგორ შექმნეს და განავითარეს ესე თუ ის პროდუქტი.

ProductTank-ზე დასწრება უფასოა. საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>