12 რჩეული საჩუქარი #EverybodyLovesGifts

თორმეტმა მორიგი თორმეტი ნივთი შეარჩია.

პირველი ბრენდი მათ, ვინც დღევანდელ მოდას მიჰყვება. ,,Krawaii” streetwear სტილის ტანსაცმელს კერავს. ჩვენს მეგობრებს, ვინც კლუბებს ხშირად სტუმრობენ, ჰიპსტერობას აწვებიან ან უბრალოდ დემნა გვასალიას ნაშრომებზე გიჟდებიან მაგრამ შესაბამისი სახსრები არ აქვთ:

Patent Leather Mini Skirt 70.00

პრობლემის ,,დღეს ხიდზე რა ჩავიცვა” გადასაჭრელად

Mens Sweatshirt With "Post Soviet Kid" Print 160.00

კრავაიმ იცის, რომ მარტო გოგოებს არ უყვართ კარგად ჩაცმა.

Red Waist Bag 80.00

 

შეიძლება ჩვენსავით ღრმად იყავი დარწმუნებული, რომ ოთხმოცდაათიანების მერე წელის ჩანთებს ვერ ნახავდი, მაგრამ ისინი ნამდვილად დაბრუნდნენ. ეს კარგიცაა, ხანდახან ხელჩანთა ქუჩის სტილს სტილს არ უხდება და თან ბიჭებსაც fanny pack-ის ტარება არ უტყდებათ. ვისაც გინდა აჩუქე

 

https://krawaii.com/

 

 

ტიბოქსიც ასევე საქართველოს ფეშენისტა მოსახლეობაზეა გათვლილი, ოღონდ, ამჯერად, მარტო მწეველებზე. ისინი ხისგან სხვადასხვა დიზაინის სიგარეტის ჩასადებ ყუთებს ამზადებენ. ვის ჩანთაშიც კენტის და პარლამენტის არაესთეტიური კარდონის კოლოფებისთვის ადგილი არ მოიძებნება, მათ გულის (მაგრამ არა ფლიტვების) გახარებაში ტიბოქსი დაგეხმარება.

ვან გოგიანი აქუა ბლუ-ს აფგრეიდედ ვერსია 28.00

გვირილების და სიგარეტების მოყვარულისთვის 28.00

ნერდი მწეველებისთვის 24.00

 

https://www.facebook.com/Tiboxgeorgia/

 

 

თუ განსაკუთრებული კვების რეჟიმი გაქვს და დაიღალე არჩევანის სიმწირით, რომელიც საქართველოს დიდი პრობლემაა, მაშინ Mapelay იზრუნებს შენს წასახემსებელზე. რთულია, ცხოვრობდე აქ და იყო ვეგეტარიანელი, არ ჭამდე გლუტეინს და ზოგადად, ცხოვრობდე ჯანსაღად.

მინი ჩიზქეიქი 5.00 უგლუტენო, სამარხვო, უშაქრო, უბადლო…

უსაფუარო პური სეზამით და მოცარელათი 8.00 (6ც) ნურც პურზე იტყვი უარს და ნურც გახდომაზე.

ვეგანური შოკოლადის პასტა გლუტენის გარეშე. 16.00 გამოვემშვიდობოთ მავნე ნუტელას

https://www.facebook.com/mapelay/

 

 

აწი აღარ მოგიწევს ამაზონის ქექვა თუ ჰარი პოტერის ფანისთვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება გინდა. ოლივანდერმა ჯადოსნური ნივთების მაღაზიაც გახსნა (მრუდე ქუჩაზე არა — აქ).

გრიფინდორის მანტია, თუ ქუდმა აქეთ გამოგიშვა 55.00

გამანაწილებელი ქუდის ჭიქა 59.00 ეჭვიც არ გვეპარება, რომ ყველა ჭეშმარიტ ქომაგს საკუთარი თავისთვის წერილი დაუწერია თერთმეტი წლის ასაკში. ერთადერთი, რაც გასარკვევი დარჩა ისაა, რომელ ფაკულტეტზე მოვხვდით…

ოქროსფერი სნიჩის საათი თუ ქვიდიჩის ნაკრებშიც ამოყავით თავი, ან უბრალოდ არაპუნქტუალური ხართ… 39.00

https://ollivander.ge/

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>