To Do List︱16 დეკებმერი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. ✨

ამ კვირისთვის თქვენთვის სრულიად განსხვავებული ღონისძიებები შევარჩიეთ:

ახალი წლისთვის წელს, ისევე, როგორც წინა წლებში, შენც შეგიძლია გახდე სანტა! თუ საჩუქრების ჩუქება და მიღება გიყვარს, მაშინ ეს უდიდესი საიდუმლო სანტას თამაში შენთვისაა!

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2019-ი დაიწყო! ყველას, ვისაც აქვს სურვილი გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: www.secretsanta.ge და ჩაერთოს ჯადოსნურ Secret Santa-ში.

საყოველთაო Secret Santa 2017 წელს პირველად განხორციელდა და ამ წლების განმავლობაში ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 300 000-მდე მონაწილე იყო დარეგისტრირებული და ჩართული პროექტში.

 

ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, ქალაქი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას. თუ ამ კვირაში გამოფენაზე დასწრება მოგინდათ გაეცანით დედიკას გალერეას ღონისძიების დეტალებს: 

დედიკას გალერეა გეპატიჟებათ მიშა გოგრიჭიანის პერსონალურ გამოფენაზე – ,,თუ არ შეგიძლიათ ფრენა, ისწავლეთ ვარდნა". 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1998-2003 წლებში მინაზე შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც პირველად იფინება. აგრეთვე 1998 წელს შექმნილი ინსტალაცია ,,სათამაშო ცხენები".
დედიკას გალერეა ყოველ წელს წარადგენდა მიშა გოგრიჭიანის თითო სოლო გამოფენას, სადაც გალერეა აუდიტორიას სთავაზობდა როგორც ადრეულ წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, ასევე ახალ პროექტებს.
,,მამაჩემის მონადირე ძაღლები", "ალპინისტის დღიური", "სცადეთ კიდევ ერთხელ", "პროცენტები", "მხატვრის სახლი", "კლასი- ბედნიერი ბავშვობა" – მხატვრის ეს გამოფენები დედიკას გალერეაში მოეწყო. 

გამოფენის გახსნა: 14 დეკემბერი, 20:00
მისამართი: ათონელის 27
გამოფენა გაგრძელდება 24 დეკემბრამდე

 

ზამთარი თოვლისა და სრიალის დროა, ამიტომაც თუ ქალაქიდან გასვლა მოგინდათ, გუდაური იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუვებთ:

ტრადიციად ქცეული სეზონის გახსნა Extreme Travel-ისგან – ,,ჩვენ უკვე მესამე წელია წარმატებით ვმოგზაურობთ ზამთრის კურორტების ყველაზე განვითარებულ ადგილას იქ სადაც ერთდროულად მიიღებს დამსვენებელი როგორც ექსტრემალურ ასევე პოზიტიურ სიამოვნებას!"

ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ: 593 61 67 08. 

 

ყველას ახარებს სამაგიდო თამაშები და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მითუმეტეს მაშინ, როცა მას ამ სფეროს უმაგრესი ექსპერტი ,,წიბახა" გვირჩევს!

,,გიწვევთ social impact award 2018 გამარჯვებული და საქართველოს ბანკის ფონდის ,,სიცოცხლის ხე"-ს მიერ დაფინასებული პროექტის – სამაგიდო თამაში "ჩუ"-ს პრეზენტაციაზე.

რა არის ჩუ?

ჩუ არის თამაში , რომელიც არა მხოლოდ გართობისა და მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გატარების, არამედ კომუნიკაციის ალტერნატიული მეთოდის – ჟესტური ენის სწავლის შესაძლებლობას გვაძლევს.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განვსხვავდებით, ამ თამაშის საშუალებით ჩვენ ყველას გვესმის ერთმანეთის!"

 

თუ ამ კვირაში, ახალი ინფორმაციის მისაღებად ლექციაზე დასწრება მოგინდათ, მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ თავისუფალ უნივერსიტეტს გია დვალის მოსასმენად:

კამპუსს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი – გია დვალი ესტუმრება და ჩაატარებს საჯარო ლექციას "მოაზროვნე" ადრეული სამყარო.
ლექცია ჩატარდება 28 დეკემბერს 19:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში.
დასწრება თავისუფალია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>