კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

 

კვირის ფერია

ნარინჯისფერი წითლისა და ყვითლის ნაზავია. ის საკუთარ თავში აერთიანებს წითლის დიდ ენერგიას და ყვითელთან ასოცირებულ სიხარულს. მასთან ასოცირებული სიტყვებია – სიხარული, სითბო, მზე, ენთუზიაზმი, კრეატიულობა, წარმატება, გამხნევება, ცვლილება, მიზანმიმართულობა, ჯანმრთელობა, თავისუფლება, გამოხატვა და აღტაცება. 

ნარინჯისფერი სიხარულისა და კრეატიულობის ფერია. ის ხელს გვიწყობს ვიყოთ ჯანმრთელად. მისი დიდი ენერგია გაზიარებული უნდა იყოს. ამ ფერს შეუძლია იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას დაეხმაროს. 

კვლევების მიხედვით, ის ზრდის მადიანობასა და აქტიურობას. გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში და ზრდის თავდაჯერებულობას. 

 

კვირის სიმღერაა

 

ნირვანა ამერიკული როკ-ჯგუფია, რომელიც დაარსდა აბერდინშივაშინგტონიკურტ კობეინისა და კრისტ ნოვოსელიჩის მიერ. ჯგუფში რამდენიმე დრამერი შეიცვალა და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მასში დეივ გროლი უკრავდა, რომელიც 1990 წელს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ნირვანამ შვიდწლიანი არსებობისას მხოლოდ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა, იგი ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ გავლენიან და მნიშვნელოვან როკ-ჯგუფად.

 

კვირის ხელოვნების ნიმუშია

ალფონს მუხა – პოეზია, 1898, სერიიდან ოთხი ხელოვნება. 

 

კვირის ლექსია

რუპი ქორი წარმოშობით ინდოელი პოეტი, მწერალი და ილუსტრატორი ქალია, რომელიც პატარა ასაკიდანვე ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. 

რუპის ნაწერები და ლექსები სიმარტივით გამოირჩევა, რასაც ხშირად თან ახლავს მის მიერ დახატული ილუსტრაციები. ის ინგლისურ ენაზე წერისას მხოლოდ პატარა ასოებსა და წერტილს იყენებს. ამას იგი საკუთარი კულტურის საპატივცემულოდ აკეთებს. 

რუპი ქორის ნაწერებში ქალური, სასიყვარულო, თვითმზრუნველობის და გულგატეხილობის თემები შეგვხვდება.

 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>