კიდევ 12 საჩუქარი

ახალ წლამდე სულ ორი კვირაღა დარჩა, თუ ჩვენს ყოველკვირეულ რუბრიკაში ჯერ კიდევ არ გიპოვნიათ სასურველი ნივთი, არ დანებდეთ. აი, შემდეგი 12 საჩუქრის სიაც:

ნელ-ნელა უფროდაუფრო იკლებს ტემპერატურა და ბავშვების ეზოში გაშვებისას სინდისი გვაწუხებს. მარტოც ხომ ვერ დავსვამთ სახლში, Fortnite-ს არ მოსწყდებიან. თუ გინდათ შვილს, მის მეგობარს და მეგობრის მშობელს გული გაუხაროთ, ,,თამაშობანა”-ს პროდუქცია, ჩვენი აზრით, ძალიან გამოგადგებათ.

ქალაქობანა – 15 ლარი

ყოველგვარი ხაზვის, ჯღაპნის და ჭრა-კერვის გარეშე, მზა ფურცლები თავისი ინსტრუქციით და ოთხი კალმით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8… სტოპ!

ჯოკერი – 15 ლარი

დაწერაზე ჭიდაობის პრობლემა გადაჭრილია – ნაკრებში შედის ლამაზი, ქართული კარტი, დახაზული ბლოკნოტი, კალამი და თუ არსებობს ვინმე, ვინც ამ თამაშის წესები არ იცის, მისთვის – ინსტრუქცია.

აფორიზმობანა – 35 ლარი

პროექტის #წერექართულად და თამაშობანას ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც ძველი აფორიზმების ჩვენთვის შეხსენებას, შვილებისთვის კი სწავლებას ემსახურება.

https://startuperi.ge/ka/startups/shps-Tamashobana

 

გქონიათ მომენტი როდესაც თქვენი ფეხსაცმელი ძალიან მოგწონთ, მაგრამ თან ირგვლივ ყველას აცვია და არ გინდათ მასას შეერიოთ? მაგალითად, ადიდასის სუპერსტარები ან თეთრი სტენ სმიტები გამოიწერეთ და სანამ ჩამოვიდოდა ქუჩაში რვა კაცზე ნახეთ და მიხვდით რო პაპსაა? კარგი ლუქი დეტალებით იქმნება და როგორც ბრჭყვიალა წინდას შეუძლია მთლიანად შეცვალოს და გაალამაზოს თქვენი ჩაცმულობა, ასევე შეუძლია თასმას. ეს ჩვენი ახალი აღმოჩენაა:

Meraki – 8 ლარი

ბევრი ლაპარაკი არ უნდა, რომ თეთრი სუპერსტარები ამ თასმასთან ერთად სულ სხვა იქნება, მაგრამ კარადას თუ გამოაღებთ, იქნებ, სხვა ფეხსაცმელსაც მოუხდინოთ.

Girl Power – 8 ლარი

ჩვენ ცნობილი ზამშის სტენ სმიტებს გავუყრიდით ამ თასმას, თუმცა, ნებისმიერ წითელ ან ღია ვარდისფერ ფეხსაცმელს მოუხდებოდა.

Ladybird – 8 ლარი

ეს ცოტა სხვა ოპერაა. ლურჯი ან თეთრი კონვერსების პატრონს ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმაზე, შეიძინოს თუ — არა.

https://startuperi.ge/ka/startups/Walter-s-Lace

 

ამ სტარტაპის პროდუქტების არსენალში ახალი წლისთვისაც იპოვით საჩუქარს და ნოვოსელიისთვისაც. ,,ლუმოსი” იმ ადამიანების გემოვნებას ერგება, ვისაც ავეჯზე ზიზილ-პიპილოები დიდად არ იზიდავს და ოთახის მინიმალისტურ აქსესუარებს ქმნის.

მაგიდის დეკორატიული სანათი, პერსონალური გრავირებით – 39 ლარი

 

ცხადია, როდესაც ბრენდს ,,ლუმოსი” ჰქვია, არც ჰარი პოტერის გარეშე ჩაივლის ამბავი და არც – განათების. თუმცა, ამით არ შემოიფარგლებიან:

რეტრო სტილის მაგიდა – 298 ლარი

 

ვისაც აზიური კულტურა უყვარს და კედელთან შესავსები ადგილი აქვს.

მინიმალისტური კედლის თარო – 99 ლარი

https://startuperi.ge/ka/startups/lumosi—Lumos

 

შოკოლადის ნამდვილი მოყვარული მხოლოდ სნიკერსით და ტვიქსით ვერასოდეს დაკმაყოფილდება: მას მრავალფეროვნება და ახალი გემოები სჭირდება. გინდათ, გაგიზიაროთ, ჩვენ როგორ ვაბედნიერებთ ჩვენს ასეთ მეგობრებს? შიკოლი. ეს არტიზანული შოკოლადის კომპანიაა, რომელიც გემოსთან ერთად, პროდუქტის ხარისხზე და ესთეტიურ მხარეზე თანაბრად ზრუნავს.

აქ არის შოკოლადის სამი სახეობა: შავი, რძიანი და თეთრი შოკოლადი სხვადასხვა თხილეულით, ჩირით და სუბლიმირებული ხილით, რათა ჩავიტკბარუნოთ პირი.

ერთი ფილა – 7 ლარი

მედიანტი – 1 ლარი

ნატურალურ თაფლზე და კაკაოს ცხიმზე მზადდება. თუ ცდილობთ მხოლოდ ჯანმრთელი საკვები მიიღოთ, რატომაც არა?

ენერჯი ბარი – 2.5 ლარი

გვხვდება შიგთავსები, როგორიცაა ლურჯი მოცხარი, პიტნა, მარწყვი, ჩიტის რძე და ყველა არაამქვეყნიური გემო.

სასაჩუქრე ყუთი – 50 ლარი

https://www.startuperi.ge/ka/startups/shikoli

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>