პანტონის 2019 წლის ფერი #LivingCoral

PANTONE-ის ფერების ინსტიტუტი 2019 წლის ფერს გვიზიარებს. მისი სახელი – ცოცხალი მარჯნისფერია. ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტი ლაური პრესმანი 2019 წლის ფერს "ემოციების აღმძვრელ" და "ძლიერად ჩახუტების" ფერს უწოდებს. 

ფერი კოდით PANTONE 16-1546, სითბოსა და განვითარებას გვპირდება. ტექნოლოგიებისა და ჩქარი ცროვრების ტემპის გათვალისწინებით, ადამიანებს გვესაჭიროება ჩვენი თავისთვის დროის გამოყოფა და მარტივი, ყოველდღიური სიტუაციებით ტკბობა. ,,ცოცხალი მარჯნისფერი" ბუნებასთან, სიხარულთან და ოპტიმისტურ განწყობასთან გვაკავშირებს. 

 

წლის ფერი დიდი ფიქრისა და ანალიზის შედეგად ირჩევა. PANTONE-ის წლის ფერი უკვე 20 წელია, რაც არსებობს. მას დიდი გავლენა აქვს პროდუქტის შექმნაზე მოდაში, გრაფიკულ დიზაინში, ინტერიერსა და ასევე სხვა მრავალ სფეროში. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ფერი – ულტრაიასამნისფერი იყო: