11 დღე, 12 საჩუქარი

ჩვენ კიდევ ოთხ ქართულ კომპანიას გთავაზობთ, რათა ახლობლებს საჩუქრები შეურჩიო და 2018 წლის ბოლო ერთი კვირა გოზინაყის და საცივის გარდა საზრუნავი აღარ გქონდეს.

გია ყანჩელის მუსიკა რომ გესმის, შენც გეამაყება ქართველი რომ ხარ? ჩცდ-ს კატომ ნაკო კი მოცარტზე გაზარდა, მაგრამ ჩვენ ბავშვს ჯერ ,,ყვითელი ფოთლები”-ს გენიალურობას ვაზიარებთ. ვიღაც გენიოსმა გადაწყვიტა შეექმნა ხელნაკეთი მუსიკალური სათამაშოები, სწორედ ბატონი გიას კომპოზიციებით.

ჩიკატაი:

ეკოლოგიურად სუფთა მუსიკალური სათამაშო პინგვინი – 70 ლარი.

მოასმენინეთ შვილს ,,ვალსი მიმინოდან”.

ჭრელი მუსიკალური მობაილი – 160 ლარი.

თუ იავნანას სიმღერა გიწევთ, ეს მოწყობილობა შეგენაცვლებათ.

ვარდისფერი, ნაზი, მუსიკალური ირემი – 90 ლარი.

https://startuperi.ge/ka/startups/shps–chikatai

 

თუ კარგად იცი შენი მეგობრის ინტერესები და გინდა, რამე ისეთი აჩუქო, რაც თან პრაქტიკული იქნება და თან შენს ყურადღებიანობას ხაზს გაუსვამს, ,,სვი” აკეთებს ჭიქებს სხვადასხვანაირი გამოსახულებებით.

დევიდ ბოუი – 15 ლარი.

რად უნდა თქმა იმას, რომ მუსიკის მოყვარულებს ქვეყნად ვერაფერი დალევს. თუ ბოუის დიდი ფანი არავინ გყავთ სანაცნობოში, პინკ ფლოიდის და ბითლზის ჭიქასაც იპოვით საიტზე.

იტაჩი – 12 ლარი.

ჭიქიდანვე ცუკუიომიში გაქცევს. ბევრი ვერ გაარჩევს, რა დავწერე. თუ ისევე ვერ არჩევ შენი მეგობრის იაპონური ბოდვიდან სიტყვა “ნარუტო”-ს გარდა — ვერაფერს, დამიჯერე და უყიდე ჭიქა. მაგრამ თუ მაინცდამაინც არ გევასება ეს “ანიმეშნიკობები”, ,,Rick and Morty” ან ,,Spongebob”-ი ვინმეს უეჭველი ეყვარება. ან ეგ თუ არა — ბოლო-ბოლო ,,Game of Thrones”, ,,მარველი” და ,,ვარსკვლავური ომები” ყოველ მეორეს მოსწონს.

როი ლიხტენშტეინი – 6 ლარი.

,,სვი” ჭიქებთან ერთად, სადგამებსაც უშვებს. შეგხვდება ფიროსმანის ნახატებიც, ქართული წარწერები, სტარკების გერბი და კაკაში სენსეიც კი.

აუცილებლად იყიდე, მაგრამ ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ გააკარო.

https://www.startuperi.ge/ka/startups/shps–svi-

 

,,Side | Size’’ ორი მეგობრის მიერ შექმნილი ბრენდია, რომელიც სიმარტივის და ამავდროულად ტრენდული პრინტების იდეის გარშემო ტრიალებს. ნიკის და ქეთუშას განსაკუთრებით ლეოპარდის კოპლები უყვართ, თუმცა არც სხვა ცხოველის პრინტებს უვლიან გვერდს, რომლებიც, ალესანდრო მიშელეს წყალობით, დღეს ყველა გოგოს კარადაში იშოვნება (“Black is always elegant” კატეგორიის გარდა).

,,შლოპანცები” – 190 ლარი.

მარტო ,,ბირკენშტოკები” და დოქტორ მარტენსის ,,გლადიატორები” რომ არ გვქონდეს ზაფხულის ფეხსაცმელებში…  ეს ხავერდის ჩუსტები ზღვაზე ჩასაცმელადაც გამოგადგება და ქალაქშიც.

ხავერდის ქამარი – 45 ლარი.

ჩვენი აზრი აქსესუარების მნიშვნელობაზე უკვე აღვნიშნეთ… შავი და თეთრი ტანსაცმლის გასაცოცხლებლად და მოდის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების ხაზგასასმელად.

ნატურალური ტყავის ჩექმა – 450 ლარი.

ხანდახან ,,აგები” ან გვემახინჯება, ან გვბეზრდება, მაგრამ ზამთარში თბილი ფეხსაცმლის გარეშე გაძლება შეუძლებელია. ამ შუზებით არც სტილს წირავ და არც – ჯანმრთელობას.

https://www.startuperi.ge/ka/startups/SIDE-I-SIZE

 

შემდეგი სტარტაპი ნებისმიერ კომფორტის მოყვარულს სიგიჟემდე გააბედნიერებს. რამდენჯერ გიოცნებია, სკოლის ან სამსახურის შემდეგ, სახლში მიხვიდე და უზარმაზარ ბალიშში ჩაეფლო? დაიჯერებ, რომ ეს ოცნება ძალიან მარტივად ასახდენია? ,,ბალიში” ისეთ ბალიშებს და ტომრებს ამზადებს, რომ გასაჩუქებლად ცოტა დასანანია…

პატარა ბალიში (120 სმ) – 250 ლარი

ოღონდ, სიტყვამ ,,პატარა” შეცდომაში არ შეგიყვანოთ; აქ თავისუფლად ეტევა ზრდასრული ადამიანი და ისევე თავისუფლად ირეცხება ბალიში ზედაპირის მოხსნით.

სქელო ბალიში (180 სმ) – 550 ლარი.

თუ მზად ხართ, თქვენს პირად/კომფორტის ზონაში სხვაც შემოუშვათ, ეს დიდი ბალიში ორ ადამიანს იტევს.

ტომარა – 170 ლარი.

ოდნავი გადახვევა სტილიდან… აქ ძვრებით და არა — ეფლობით.

https://www.startuperi.ge/ka/startups/balishi-Balishi

 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>