კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

 

კვირის ფერია

ვარდისფერი დელიკატური ფერია, რომელიც სიტკბოსთან, მხიარულებასთან, რომანტიკულობასთან, ქალურობასთან და სინაზესთან ასოცირდება. ასევე მის შემხედვარეს შეიძლება გაგვახსენდეს საყვარელი ნივთები ანდაც საღეჭი რეზინა, თუ ბამბის ნაყინი, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ ყველას შუშხუნა ღვინო გაგვახსენდა.

ვარდისფერი უნივერსალურ სიყვარულთან ასოცირდება საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ის გამოხატავს მეგობრობას, მოწონებას, ჰარმონიას, შინაგან სიმშვიდეს და უშუალობას. შეიძლება ითქვას, რომ ვარდისფერი წითელის განსხვავებული ვარიაციაა. თუ წითელი ვნების, აგრესიის, მოქმედების გამომხატველია, ვარდისფერი – რომანტიკასთან და მოხიბვლასთან უფრო ახლოს დგას. 

ვარსიფერ ქვებს, მაგალითისათვის ვარდისფერ კვარცს, სიმშვიდე, მიმღებლობა და სირბილე მოაქვთ. ვარდისფერი კვარცი ასევე დედების და დედაშვილური სიყვარულის ქვად ითვლება. 

 

კვირის სიმღერაა

 

EASTER ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტია, რომელიც მუსიკოსმა შტაინ ომარმა და პროდიუსერმა მაქს ბოსმა დააარსეს. მათ პირველმა ალბომმა Ur a Great Babe (2011 წელი) დიდი წარმატება მოუტანა. ინდი პოპ ბენდის შემოქმედება სოციალური ტექსტებით გამოირჩევა და შექმნის დღიდან აკეთებს აქცენტს სექსუალობასა თუ სხვა აქტუალურ თემაზე. კოლექტივი ვიდეო არტისა და ელექტრონული პოპის ჟანრში მოღვაწეობს.

დუოს სახელწოდება EASTER (რომელიც ითარგმნება, როგორც აღდგომა) იმ ფაქტმა განსაზღვრა, რომ მუსიკოსები კარიერის დასაწყისში სხვადსხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, ერთმანეთს კი სააღდგომო არდადეგებზე ხვდებოდნენ.

 

კვირის ხელოვნების ნიმუშია

ჯეიმს ტურელს მიზნად აქვს დასახული, ადამიანის წარმოსახვაში სინათლის მნიშვნელობა გადმოსცეს. სინათლის, როგორც მთავარი მედიუმის საშუალებით, ხელოვანი მაყურებელში სხვადასხვა შთაბეჭდილებას იწვევს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სინათლით, ყოველგვარი ფიზიკური ელემენტების გარეშეც კი შეიძლება სივრცის შექმნა. იგი სინათლით ახერხებს იმის მანიპულირებას, თუ რას და როგორ ვხედავთ ჩვენ.

 

კვირის ფრაზაა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>