ბოლოს წინა 12 საჩუქარი

ზუსტად ერთი კვირა დარჩა 2019 წლის დადგომამდე და თბილისის ქუჩაში მანქანით მოძრაობა შეუძლებელი ხდება. ვისაც თადარიგი არ დაუჭერია, მთელი დღეები საყიდლებზე დარბის, მაგრამ ჩვენ ბევრად მარტივ გზას გთავაზობთ ბოლო საჩუქრების ასარჩევად. არც სირბილი, არც საცობში დგომა, არც უკანასკნელ ნივთზე ჭიდაობა სხვა მყიდველებთან… უბრალოდ ჩასქროლე

ფუსფუსა ქართული ბრენდია, რომელიც ქმნის შემეცნებით და გასართობ ნაწარმს პატარებისთვის. თუ შენი ან მეგობრის ბავშვი მოხერხებული, ან განსაკუთრებით მოუხერხებელია და სასურველია ცოტა წაივარჯიშოს ხელსაქმეში, take a look.

საბავშვო აქსესუარები — 25 ლარი

დაგვეთანხმები, ცოტა მოსაბეზრებელია, შვილი გაუთავებლად შენს ნივთებში რომ იქექება და შენი მძივებით თამაშობს. ნება მიეცი, თავისი ააწყოს და ის ატაროს ამაყად.

ფუსფუსას ბოსტანი — 15 ლარი

იმ ბავშვებს, ვისაც ფლორასთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი აქვს, ეს ბარი და ფოცხი აუცილებლად გაუხარებს გულს.

ფუსფუსას ქვები — 15 ლარი.

ყველა ოჯახში არის ყუთი, სადაც, ყოველ წელს, ბავშვი სანაპიროზე შეგროვილ ქვებს ყრის, მაგრამ მერე, ცხადია, აღარასდროს ახსენდება ისინი. მართალია, ამ კომპლექტს ნა ვსიაკი პაჟარნი ოთხი რიყის ქვა მოჰყვება, საღებავები და მისაწებებელი თვალები ბევრად მეტს ეყოფა.

https://startuperi.ge/ka/startups/fusfusa

 

შემდეგ ბრენდს ყველაზე მეგობრულ შვილებს და მშობლებს ვთავაზობთ. Lookalike აკეთებს ერთნაირ ტანსაცმელს დედიკოებისთვის, მამიკოებისთვის და შვილიკოებისთვის.

მაისურები — ერთად 120 ლარი

თუ თვალწინ პატარა პრინცესა გეზრდება.

სვიტრები — 90 ლარი

ფერადიც და კაცურიც. Keep it stylish

სრული კომპლექტი მთელი ოჯახისთვის — ერთად 190 ლ

https://startuperi.ge/ka/startups/Arada—arada

 

თუ სულ იმის მოლოდინში ხარ, ვინმე უცხოეთში წავიდეს, რომ lush-ის საპნები და bath bomb-ები დააბარო, შენი პრობლების გადაჭრა უკვე ქართული სავაჭრო ბაზრის ფარგლებშიცაა შესაძლებელი. პიელ ნატურალსი 100% ნატურალური ქართული პროდუქტია.

შუშხუნა აბაზანის ბურთი — 6.60-8.00 ლარი

მეგობარს, ვინც დაუღალავად შრომობს და რელაქსაცია სჭირდება ან ბავშვს, რომელსაც მაიმუნობა უყვარს.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი მამაკაცებისთვის — 47.00

ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, ვისაც გამელოტების ეშინია და არა უსაფუძვლოდ…

ქოქოსის კარაქი — 39 ლარი

ეს კარაქი ხომ საერთოდ — უნივერსალურია; კანსაც ატენიანებს; ბაქტერიებსაც ებრძვის, სტრიებსაც, ცელულიტებსაც და გამონაყარსაც

https://startuperi.ge/ka/startups/Piel-naturals

 

Fashion Statement — clothes that show other people the type of person you are. ბევრი არ აქცევს ყურადღებას, რა ტანსაცმელს ატარებს, მაგრამ არსებობს ხალხიც, რომლისთვისაც ჩაცმა თვითგამოხატვის საშუალებაა. რამდენიმე ასეთმა ადამიანმა გადაწყვიტა, გაეკეთებინათ ,,არადა”, რომელიც კერავს მაისურებს სხვადასხვა წარწერებითა და გამოსახულებებით, რათა ნებისმიერმა ვიპოვნოთ ის, რომელიც ამბობს ჩვენს სათქმელს.

Mom of a dog/Mom of a cat — 30 ლარი.

მე ძაღლის ამაყი პატრონი ვარ და ვიპოვნე ჩემი მაისური.

Stomach, meet butterflies — 30 ლარი

,,საიდუმლოა და ისეთი საიდუმლო, რომ…  მზად ვარ მთელ ქვეყანას გამოვუცხადო”

Girl Power — 30 ლარი.

ეს იმ გოგოს აჩუქე, ვისაც არ ეშინია შეწუხებული სახის და კითხვის ,,აუ, შენ ფემინისტი ხარ?”

 

https://startuperi.ge/ka/startups/Arada—arada