დედიკას გალერეა – ფერადი მბზინავი ფანქრები

დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ქეთევან ყანჩაველის გამოფენას "ფერადი მბზინავი ფანქრები."

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრების სერია სოფელი გრემის “თემის” ბინადრების ისტორიას უკავშირდება, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ქეთევანი ესაუბრა “თემის” მისთვის უკვე კარგად ნაცნობ წევრებს და ფოტოპორტრეტების გარდა გადაიღო მოკლე ვიდეო ჩანაწერები, სადაც თითოეული პირი მათ ისტორიაზე საუბრობს და გვიამბობს, თუ რა საჩუქარს ელოდება საშობაოდ.
გამოფენის სათაური, "ფერადი მბზინავი ფანქრები" ერთ-ერთი ბენეფიციარის საშობაო ნატვრაა. 
ქეთევან ყანჩაველის პროექტის მიზანი გახლავთ საზოგადოებისთვის “თემის” გაცნობა, ჩვენება თუ რა ხდება მათ თვალებს მიღმა, რა ცხოვრება მიმდინარეობს ჩვენს პარალერულად, კახეთის ერთ-ერთ პატარა სოფელ გრემში, სადაც მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობა ყოველგვარი დახმარების გარეშე, კერძო შემოწირებულობებისა და თემის საკუთარი მეურნეობიდან თუ თავიანთი ღვინის გაყიდვიდან შემოსული ხარჯებით ცხოვრობს. 
გამოფენის ვიზიტორებს ექსპრესიული ფოტო პორტრეტების დათვალიერებისა და ინტერვიუების ვიდეო ჩანაწერის მოსმენის გარდა, შესაძლებლობა ექნებათ ბილეთის სიმბოლური ფასის გადახდით დაეხმარონ იმ ნატვრების ასრულებას. ასევე მიეცემათ შანსი დააგემოვნონ და შეიძინონ “თემში” ნატურალურად დაწურული ღვინო.

გამოფენის გახსნა: 27 დეკემბერი, 19:00
მისამართი: თბილისი, ათონელის 27 / სანაპიროს 4 (მშრალ ხიდთან)

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>