„მეტი დრო ცხოვრებისთვის“ – გიორგი ისაკაძე

  პროფესიით ეკონომისტია, თუმცა უკვე 4 წელია ბიზნეს მედიის სფეროში მოღვაწეობს. საქართველოში მისი სახელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჟურნალს – Forbes -ს უკავშირდება. უყვარს მოგზაურობა და საკუთარ აგარაკზე განტვირთვა. თავისუფალ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. კვირაში 100 საათს საქმეს უთმობს თუმცა ამბობს, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შვილებისთვის დრო ყოველთვის აქვს. გიორგი ისაკაძე ახალი წლის შეხვედრასაც ტრადიციულად ოჯახთან ერთად, ამჯერად რესპუბლიკის მოედანზე აპირებს.

რა განასხვავებს ცხოვრებას სიცოცხლისგან?

– პასუხისგებლობა.

მეტს ვცხოვრობთ თუ ვცოცხლობთ?

– ვცოცხლობთ, და ხშირად ვერც ვამართლებთ დანიშნულებას ცხოვრებაში.

სამსახური ჩემთვის არის…

– ჩემი საქმე. 

მე უნდა მეცხოვრა…

– ნიუ იორკში, ან შტატების სამხრეთ სანაპიროზე. ამ ეპოქასა და საუკუნეში.

ცხოვრებისეული ფრაზაა?

– “იჩქარე ნელა”

ვცხოვრობ…

– იდეისთვის. ოჯახისთვის. ქვეყნისთვის.

ბოლო საჩუქარი რომელიც აჩუქეთ?

– Secret Santa ვარ და გამთქვამთ. არ გეტყვით.

შთამაგონებს…

– წარმატება და რწმენა.

მარცხი – სტიმული თუ იმედგაცრუება?

– ცალსახად, სტიმული.

აუხდენელი ოცნება?

– კარგი დასვენება.

ცხოვრებაში შევცვლიდი?

– მეტად დავხვეწდი დროის მართვას.

რა არ უნდა გააკეთო ცხოვრებაში?

– არ დაიღალო. და არც დანებდე.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>