პრემია ,,იკა” გამარჯვებულთა სია

2018 წლის პრემია იკა კომპანია ტერაბანკმა წარმოადგინა, ამ  პრემიის მთავარი ჟიურის ვინაობა  დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. აკა მორჩილაძემ, გურამ წიბახაშვილმა, ნიკა მაჩაიძემ,  თეო ხატიაშვილმა, მაია სუმბაძემ, მამუკა ცეცხლაძემ, გიორგი დადიანმა და გუგა კოტეტიშვილმა კულტურის სფეროს რვა ნომინაციაში დაასახელა თავისი რჩეული.  

  • ილუსტრაცია – თეო თოიძე
  • ფოტოგრაფია – საბა გორგოძე
  • მუსიკა – ერეკლე გეწაძე
  • პოსტერი – აჩიკო კანდელაკი
  • მხატვრობა – გიორგი ჭინჭარაძე
  • ლიტერატურა – ბექა ყორშია
  • კინო – ზურა მამაგულაშვილი
  • ხელნაკეთი – ,,ქათამურა”

ჩვენ კინოს ნომინაციის ჟიურის – თეო ხატიაშვილს ვესაუბრეთ რომ გაგვეგო რატომ აარჩია ზურა მამაგულაშვილი პრემიის გამარჯვებულად:

თეო ხატიაშვილი

როგორ შეიძლება ექსცენტრიკული ამბავი არ გადაიქცეს ეგზოტიკურ ისტორიად, არამედ იქცეს ირონიულ რეფლექსიად იმაზე, თუ როგორ ახდენს მასკულინური ნორმა ძალადობის ლეგიტიმაციას. ორიგინალური თემის კინემატოგრაფიული გადაწყვეტისთვის გადავწყვიტე რომ 2018 წლის პრემია იკას , მთავარ ჯილდოს კინოს ნომინაციაში ზურა მამაგულაშვილი იმსახურებდა. 

შეგახსენებთ რომ პრემია იკა ეს არის ყოველწლიური პრემია კულტურის დარგში რომელიც გადაეცემათ ახალგაზრდა არტისტებს შემოქმედებითი სფეროს სხვადასხვა ნომინაციაში. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>