To Do List ︱15 იანვარი

CES Records წარმოგიდგენთ მუსიკალურ დადგმას SLEEPERS POETS SCIENTISTS რომელიც გახლავთ ლეიბლის პირველი გამოცემა, კომპილაცია რომელიც მოიცავს 9 ლოკალური ქალი მუსიკოსის კომპოზიციებს.

მუსიკოსები:
ანუშკა ჩხეიძე
sTia ნათია სართანია
ქეთი ერისთავი
დეა ბეჟუაშვილი
ეთო გელაშვილი
თამთა გვარლიანი
ანი ზაქარეიშვილი
ნაზი ჭავჭავაძე
ნატალია ბერიძე

რეჟისორი: ნიკა მაჩაიძე

მხარდაჭერა: / CES / ArtareaTv2 / "ბადაგონი" /

დასწრება თავისუფალია

მისამართი:
აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი
ლეონიძის 11

16 იანვარს, 20:00 საათზე, ვაკის „მედიათეკაში“ გიწვევთ ნათია ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე, რომელიც წარადგენს წიგნს – „არტთერაპია ფსიქიკური დარღვევების დროს“.

არტთერაპია ისეთივე თვალუწვდენელი, ამოუწურავი საბადოა, როგორც ადამიანის შემოქმედებითობა, ფიქრი და ფანტაზია. უპირველესად, არტთერაპია ავითარებს ადამიანში თხზვის უნარს, რაც ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რომელიც გვაახლოებს შემოქმედთან და განგვასხვავებს სხვა ცოცხალი არსებებისგან. ჩვენ, ადამიანებს, შეგვწევს უნარი, შევცვალოთ შინაგანი და გარე რეალობები.

წიგნი შეიცავს ფსიქიატრიის მოკლე კურსსაც, თანამედროვე მედიკამენტოზური არჩევანის რეკომენდაციებსაც და სხვადასხვა დიაგნოზისთვის ეფექტური ფსიქოთერაპიის მოდულების აღწერასაც. ამდენად, წიგნი არა მხოლოდ არტთერაპევტებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დაკავებული ნებისმიერი პროფესიონალისთვის ძვირფასი საჩუქარია.

▪️ პროექტის ავტორი: ნათია ფანჯიკიძე.
▪️ გერმანულიდან თარგმნეს მზია გალდავაძემ და მაია ფანჯიკიძემ.

დასწრება თავისუფალია.

 

18,20 იანვარს 20:00 საათზე სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ
ნინო კასრაძე, ნატა მურვანიძე, ბაია დვალიშვილი ჟან ჟენეს დრამაში
«მოახლეები»
რეჟისორი: ნიკა თავაძე
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
მუსიკა: ნიკა ფასური
თარგმანი: ირმა ტაველიძე

• შურისძიების სურვილით შეპყრობილი მოახლე დებისა და მათი ქალბატონის სიყვარულითა და სიძულვილით გაჟღენთილი ღამე, შესაძლოა, ნებისმიერი მათგანისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს…

• არ გამოტოვოთ ქართული თეატრისა და კინოს თანავარსკვლავედი ჟან ჟენეს საკულტო დრამის პირველ ქართულ დადგმაში!

 

განახლებული როგორც ფენიქსი
სოფო ტაბატაძე, სალომე დუმბაძე
17 დეკემბერი 2018 – 20 თებერვალი 2019

The Why Not Gallery მოხარულია წარმოგიდგინოთ გამოფენა ‘განახლებული როგორც ფენიქსი’, რომელიც შედგება სოფო ტაბატაძისა და სალომე დუმბაძის ნამუშევრებისგან. გამოფენა ეძღვნება საბჭოთა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ პირიმზეს და მის სამეზობლოს წარმოადგენს რა თემისადმი ორ ძალიან განსხვავებულ, კრეატიულ მიდგომას.