კირკე | მიმდინარე ღონისძიებები

,,კირკე" ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმაა, მიზანია თანამედროვე ექსპერიმენტული ცეკვისა და პერფორმანსის სცენის განვითარება საქართველოში. პროექტი ქართველ საზოგადოებას აცნობს საერთაშორისო თანამედროვე პერფორმერებს და მათ ნამუშევრებს. ასევე სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს შემეცნებით შეხვედრებსა და საერთაშორისო კოლაბორაციებს.

პროექტი მულტი-ფუნქციური პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად, რაც მოიაზრებს კულტურისა და ხელოვნების მიმართულებების პრიზმის გაფართოებას: ვიზუალური ხელოვნების, კინოს, თეატრის, ცეკვის, საჯარო ლექციებისა და პერფორმანსების განვითარების ხელშწყობით უწყვეტი შემეცნებითი სივრცის ჩამოყალიბებას, ახალი დისკურსის შექმნის შესაძლებლობას.

გაეცანით მიმდინარე ღონისძიებებს:

კონფედერატი არის მულტიმედია არტისტის რობერტ სპისისა და პერფორმერის ჯილიან მაკმანემინის ექსპერიმენტული მხატვრული ფილმი. სხვადასხვა ფორმატში (16mm, Super 8mm, VHS, Betamax, HD, etc) შესრულებული ფილმი, სამხრეთ ამერიკის პორტრეტს წარმოგვიდგენს.
ფილმში აღწერილია და-ძმის სამხრეთული ცხოვრების წესი, რასაც უპირისპირდება ორი მარიონეტული უცხო პირი, რომლებიც მიისწრაფიან შექმნან ქვიარ სიყვარულის კულტი და ხელოვნებით გარდაქმნან კონფედერაციული დროშა.
პერსონაჟების ბავშვური თუმცა რევოლუციურად იმპოტენტური იმპულსები თავისუფლების კომედიურ გამოსახულებას ქმნიან.

თარიღი: 17 იანვარი
დრო: 20:00
ადგილი: 7, ჭოველიძის ქუჩა.
ლოლიტა, 3 სართული

დასწრება თავისუფალია.

ჩვენების პარტნიორია ლოლიტა.

ჩვენების თანადამფინანსებელია თანამედროვე ხელოვნების ფონდი.

 

ფილმის ჩვენება შედგება 31 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით კინოთეატრ “ამირანში”.

ფილმის ჩვენებების მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.

თავშესაფარს მიღმა #2 ქალთა ფონდი საქართველოში აგრძელებს საქველმოქმედო კამპანიას „თავშესაფარს მიღმა,“ რომლის ფარგლებში ცდილობს მოიძიოს სახსრები ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფრში ეკოლოგიურად სუფთა სათბურის ასაშენებლად.

სათბური ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით მოამარაგებს იქ მცხოვრებ ადამიანებს, დასაქმდებიან თავშესაფარში მცხოვრები ქალები. მუშაობას თერაპიული დატვირთვაც ექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფარში მცხოვრები დედებისთვის და მათი შვილებისთვის.

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება თავშესაფარში.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>