Kid-Friendly 12 საჩუქარი

ახალმა წლებმა ჩაიარა და თოვლის ბაბუამ თავისი ვალიც მოიხადა, ახლა მშობლების ხელგაშლილობაზეა მთელი იმედი. ეს ოთხი სტარტაპი ბავშვების გახარების მიზნით შევარჩიეთ (ზოგი მშობლების უფრო).

Kiddco ჩვენი ბავშვობის ოცნებებს რეალობად აქცევს. გვანცა და ნანუცა ქმნიან პატარების ტანსაცმელს, საწვიმრებს და რაც მთავარია, ნივთებს, რომლებსაც ყველასთვის საყვარელი ზღაპრის გმირები იყენებენ.

Simple Pink Crown — 25.00

 

ნამდვილ, პრინცესულ დიადემაზე ხომ გიოცნებიათ, თავისი ფატით? ალბათ, თქვენი შვილიც იგივეს ნატრობს…  ავრორასნაირი გვირგვინი დაიხუროს და მძინარე მზეთუნახავს დაემსგავსოს.

Super Boy Reversible Cape — 58.00

ეს მოსასხამი ორმხრივია, და შიგნიდან კაპიტან ამერიკას ნიშანი ახატია.

Blue Rain Jacket — 55.00

 

ამიერიდან, ბოტების დახმარებით, ბავშვს თავისუფლად გაუშვებთ ეზოში წვიმიან ამინდშიც კი.

https://startuperi.ge/ka/startups/kiddco

 

შემდეგი სტარტაპიც პრინცესებისთვის არის, ოღონდ არა ზღაპრული. Charlotte-ს შემქმნელების შთაგონების წყარო კემბრიჯის პრინცესა შარლოტას სტილი იყო.

ლურჯი კაბა — 80.00
ღვინისფერი პალტო — 129.00
კაბა შავი ლენტით — 85.00

https://startuperi.ge/ka/startups/sharlota

 

გოგონები ფერადი სამკაულების მიმართ გულგრილად არ არიან განწყობილნი. ხშირად ან თვითონ აწყობენ, ან დედის მძივებს იპარავენ. ინდივიდო აწყობს ფერად აქსესუარებს, რომელიც ეკო-მეგობრულია და როგორც პატარებს, ისე დიდებსაც უხდება.

ხის ფეხმაჯური — 7.00

სამაჯურები ყველგან იყიდება, მაგრამ როდესაც გვინდა ჩვენს კოჭსაც გავუსვათ ხაზი, ბევრი მაღაზია უძლურია, ვერაფერს გვთავაზობს. ინდივიდოს აქვს ულამაზესი, ჭრელი ფეხმაჯური ზაფხულის ცხელი დღეებისთვის. (თუმცა, მათ, ვისაც დაბალი წინდები ზამთარშიც გვაცვია და მშობლებს ვაბრაზებთ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ეს პროდუქტი მოვირგოთ.)

ყელსაბამი 010 — 12.00

,,კულონი” მძივის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სახეობაა პატარებისთვის. ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად ხედავენ მსგავს სამკაულს ჯადოქრებზე ან სამეფო ოჯახის წამომადგენლებზე.

ყელსაბამი 005 — 12.00

ეს შედარებით სადა, მაგრამ მაინც ულამაზესი არჩევანია; ცოტა დიდი გოგოებისთვის.

https://startuperi.ge/ka/startups/individo—INDiviDo

 

ბაგანას პროდუქცია დედების გულის მოსაგებად უფრო გამოგადგებათ, ვიდრე მათი შვილების. ისინი ბუნებრივი ქსოვილისგან ბავშვის ჩასასმელებს ამზადებენ. ეტლი ხანდახან ზედმეტად დიდი და მოუხერხებელი ტვირთია, მკლავები კი მალე გვეღლება ბავშვის ჭერით, ამიტომაც…

ყავისფერი ბაგანა — 70.00

შედარებით მუქი, არა თვალშისაცემი ბაგანა მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭყეტელა ფერები.

ზღვისფერი ბაგანა — 70.00

ხოლო მათთვის, ვინც ყურადღების მიქცევაზე უარს არ იტყოდა…
 

ცისფერი ბაგანა — 70.00

Multitasking ახლა ბევრად მარტივი წარმოსადგენია: შეგიძლიათ ბავშვის უყურადღებოდ დატოვების გარეშე ნებისმიერი საქმე აკეთოთ, თავისუფალი ხელებით.

https://startuperi.ge/ka/startups/bagana

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>