კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე.

კვირის ფერია

იასამნისფერი ლურჯი ფერის სტაბილურობასა და წითელი ფერის დიდ ენერგიას აერთიანებს. ის ხშირად ასოცირდება საგვარეულოსთან, სიმდიდრესთან, ძალაუფლებასა და ამბიციასთან. ის ასევე ასახავს სიმდიდრეს, ექსტრავაგანტულობას, კრეატიულობას, სიბრძნეს, სიმშვიდეს, მისტერიას, მაგიასა და სიამაყეს. 

იასამნისფერი ბუნებაში იშვიათად გვხვდება, ამიტომ ის წმინდა მნიშვნელობითაც გამოიყენება. 

მოცემულ ფერს სხეულსა და გონებაზე მრავალი დადებითი ეფექტი გააჩნია. ის ამშვიდებს გონებასა და ნერვებს, ანვითარებს წარმოსახვის უნარსა და კრეატიულ აზროვნებას. 

კვირის ფერს Pantone-მა სიმბოლურად ცნობილი მუსიკოსის – პრინცის, სახელი უწოდა. 

 

კვირის სიმღერაა

 

პრინცი – ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორიმსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, ქველმოქმედი, მოცეკვავე და მუსიკალური პროდიუსერი. იგი თანამედროვე მუსიკაში ნოვატორად ითვლება, მრავალფეროვანი ნამუშევრებით, ექსცენტრიკული სასცენო გამოსვლებით, დახვეწილი ჩაცმულობით და გრიმით, ისევე, როგორც ვოკალური დიაპაზონით. მისი მუსიკა მოიცავს ფანკისროკისრიტმ-ენდ-ბლუზისახალი ტალღისფსიქოდელიის და პოპის ელემენტებს.

 

კვირის ხელოვნების ნიმუშია

The Crowning Needlepoint 3 (1983)

ჯუ­დი ჩი­კა­გო ფე­მი­ნის­ტუ­რი ხელოვნების ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო წარმომადგენელია. 

 

კვირის ფრაზაა