„მეტი დრო ცხოვრებისთვის“ – ქეთა ლომიძე

პროფესიით მარკეტერია, თუმცა უკვე 6 წელია რამდენიმე ჟურნალის გამომცემელია და ამავდროულად, როგორც თავად ამბობს „ათას საქმეს არის მოდებული“. ყოველდღიურ საქმიანობას სამსახურს არ ეძახის, რადგან თვლის, რომ საყვარელ საქმეს ემსახურება. თავისუფალ დროს შვილს და მეგობრებს უთმობს. ღამეში სულ რამდენიმე საათი სძინავს და ზაფხულზე ოცნებობს. ქეთა ლომიძეს ოცნების სამსახურად „Vogue“-ის ან „The Gentle Woman“-ის  გამომცემელის პოზიციაზე მუშაობა წარმოუდგენია. თითქმის ორი წელია მეგობართან ერთად ახალი ბრენდი “დარაია” შექმნა, რომელიც  მომხმარებელს ქართველი არტისტებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოსახულებით შექმნილ საცურაო კოსტუმებს, თავშალებს, ჰალსტუხებსა და სხვა აქსესუარებს სთავაზობს. სულ რამდენიმე თვის წინ კი გადაცემა „ქალების ნარატივის“ წამყვანი გახდა.  ყველაზე მეტად ამაყობს იმით, რასაც საკუთარ გუნდთან ერთად მიაღწია. ამბობს, რომ კარგი ინტუიცია აქვს და იღბალსაც არ უჩივის. ყოველი ცხოვრებისეული მარცხი კი მისთვის უდიდესი სტიმულია. სჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომით ყველაფრია შესაძლებელი.

საქმე ჩემი ცხოვრების…

– საინტერესო და აზარტული ნაწილია.

ცხოვრებისეული ფრაზაა?

– “ womenpower” – ეს  გამუდმებით მახსენებს თუ როგორი უნდა ვიყო და ვფიქრობ ჩემი ცხოვრებისეული სიტყვა დღეს სწორედ ძლიერ ქალს უკავშირდება.

მეტ დროს დავუთმობდი…

-საკუთარ თავს.

ოცნება, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ავიხდენ?

– ყველა ოცნების ახდენა შესაძლებელია, უბრალოდ ამ ოცნების ასასრულებლად გასავლელი გზა არის რთული. ჩემი გზა გრძელია, მიხვეულ-მოხვეულიც  და ბევრი ორმოებიც აქვს , მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად მივალ დანიშნულების ადგილზე.

ყველაზე  დიდი საჩუქარი რა მიმიღია?

– ადამიანების ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები.

მე უნდა მეცხოვრა…

-ამერიკაში, ნიუ-იორკში.

გამარჯვებას ვუყურებ როგორც…

დიდი შრომის შედეგს.

ვცხოვრობ…

– იდეისთვის, სიყვარულისთვის, ოჯახის წევრებისთვის, სიახლისთვის, მეგობრებისთვის…

შთამაგონებს…

-ადამიანები, ჩემი შვილი, მოგზაურობა, ნებისმიერი ახალი საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებ.

მეტს ვცოცხლობთ თუ ვცხოვრობთ?

– უფრო ვცოცხლობთ, ვარსებობთ და ყველაზე მეტად ალბათ გვინდა, რომ ვიცხოვროთ.

ყველაზე დიდი გამოცდილება ცხოვრებაში?

– იმედგაცრუება, ტკივილი, მარცხი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>