ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა 82 წლის პერუელი პროზაიკოსი, დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატია. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით თბილისში ჩამოდის. ვიზიტის მიზანი და დეტალები სულ მალე გახდება ცნობილი.

„ქალაქი და ძაღლები“ ქართულ ენაზე 2017 წელს, გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა, ქართველ მკითხველში კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლიოსას რომანი „ცუდი გოგოს ოინები“. ასევე, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ლიოსას კიდევ ორი გახმაურებული რომანი „ვაცის ნადიმი“ და „ხუთი კუთხე“ გააცნო ქართულ საზოგადოებას, რომანი „დეიდა ხულია და სცენარისტი“ კი 2013 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>