კარლო კაჭარავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

7 თებერვალს ჩვენი დროის უდიდეს ხელოვანს, კარლო კაჭარავას, 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია "აველუმი" გიწვევთ მხატვრისა და პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.

კარლო კაჭარავას შემოქმედებაზე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ბელა წიფურია.

საღამო გაიმართება 7 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

დასწრება თავისუფალია

"აველუმი" განსაკუთრებულ მადლობას უხდის კარლო კაჭარავას დას, ქალბატონ ლიკა კაჭარავას, მხარდაჭერისთვის.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>