,,მეტი დრო ცხოვრებისთვის” – ანასტასია ბენდუქიძე

ხუთ ენაზე საუბარი მისთვის პროფესიის ნაწილია. სპეციალობით ლინგვისტი – ანასტასია ბენდუქიძე ამბობს, რომ შესწავლილ ენებს შორის ყველაზე რთული ქართული ენა აღმოჩნდა. უკვე სამი წელია მამის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციას „ცოდნის ფონდს“ უძღვება, რომლმაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები დააფუძნა. ფონდმა 2007 წლიდან დღემდე განათლების სფეროში 130 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კახა ბენდუქიძის შვილი ამბობს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილს სწორედ ფონდი წარმოადგენს. არაპროფესიული ნაწილი კი ფლორისტობას და ინტერიერის დიზაინს მოიცავს. ამბობს, რომ საქმის მიღმა ძალიან ცოტა დრო რჩება, თუმცა, ეს მისი პირადი არჩევანია. საუკეთესო განტვირთვა მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად იტალიაში მოგზაურობაა. უყვარს სახლში ყოფნა და „ჰელოუინის“ დღესასწაული.

ჩემი საქმე ჩემთვის არის…

– დიდი პასუხისმგებლობა.

ყოველდღიურობაში შევცვლიდი…

– მოძრაობის წესების იგნორირებას საქართველოში.

ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე… 

– ადამიანის ნიჭი.

ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადო…

– მარტო ცხოვრება.

ის რაც არასდროს მომწყინდება…

– მოგზაურობა.

აუხდენელი ოცნება?

– მინდა და ან ძმა მყავდეს.

ცხოვრებისეული ფრაზაა?

– Amor fati – გიყვარდეს შენი ბედი, როგორიც არ უნდა იყოს.

მარცხს ვიღებ როგორც…

– გამოცდილებას.

რა განასხვავებს ცხოვრებას არსებობისაგან?

– კვალი.

რომ შემეძლოს ვიცხოვრებდი…

– დიდ ბრიტანეთში, 1950 წ.

ჩემი ცხოვრების საჩუქარი?

– ჩემი ქმარი და მისი ოჯახი (lame, but true).

ვიქნებოდი… 

– ერთერთი აპლიკაციის გამომგონებელი.