დემნა გვასალია︱კვირის სიახლეები

საკულტო “კმარას” მაისური

Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მოხვდა მაისური წარწერით “კმარა”. აღნიშნულ ლოგოს ქართული საზგადოება კარგად იცნობს. მაისურს ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა "კმარას" ლოგო, შეკრული მუშტი, აქვს ზურგზე გამოსახული, წინა მხარეს კი, გულთან, თეთრი ბორჯღალი. მაისური £491 ღირს.

Vetements – მობილურის ქეისები

დემნა გვასალიას Vetements-ის ბრენდის მობილურის ქეისები სრულად გაიყიდა. პროდუქტი მან iPhone-ებისთვის შექმნა, რომლის ღირებულებაც 250 დოლარია. 

Balenciaga ექსკლუზიური კოლექცია

დემნა გვასალიამ Balenciaga-ს ახალი კოლექცია გამოუშვა, რომლის შეძენაც ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ ინტერნეტ მაღაზიაში, Farfetch-შია შესაძლებელი. კოლექციის, რომელიც ქალის, კაცისა და ბავშვის ხაზებს აერთიანებს, მთავარი თემა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებია. აღსანიშნავია, რომ კოლექციის შეზღუდული რაოდენობის ნივთებში არ არის გამოყენებული ტყავი, ბეწვი ან სხვა რაიმე ორგანული მასალა.

კოლექცია ინტერნეტ სივრცეში 29 იანვარს გამოჩნდა. ონლაინ მაღაზია Farfetch საკულტო დიზაინერებთან და მოდის სახლებთან თანამშრომლობს და მყიდველს ექსკლუზიურ ნივთებს სთავაზობს. ჟოზე ნევესის, Farfetch-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, მათ დემნა გვასალიას მოდის სახლთან თანამშრომლობა მომხმარებლებს შორის ბალენსიაგას პოპულარობამ გადააწყვეტინა.  

Vetements FW 2019/2020​

17 იანვარს Grande galerie de l’évolution-ში ვეტმანის 2020 წლის ზამთრის ჩვენება გაიმართა.

ნახეთ მეტი: https://www.vogue.com/fashion-shows/fall-2019-menswear/vetements/slideshow/collection