To Do List︱30 იანვარი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

ვახო ხეთაგური – პერსონალური გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის ვახო ხეთაგურის პერსონალურ გამოფენას „მონოლოგი” თბილისის ისტორიის მუზეუმში.
ვახო ხეთაგური თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მონოლოგი რეტროსპექტიული გამოფენაა, რომელიც ავტორის 12 სერიას აერთიანებს. წარმოდგენილი სერიები რვა სხვადასხვა ქვეყანაშია შესრულებული. განსხვავებულია მათი ტექნიკა და ჟანრები – კონცეპტუალური, დოკუმენტური და ჟურნალისტური. ავტორი ერთნაირი წარმატებით ახერხებს თემის სიღრმისეულ გააზრებასა და ემოციური თხრობითი ხაზის შექმნას. ფოტოგრაფის ხელწერას გამოარჩევს მის მიერ ინტროსპექტიულ და სოციალურ თემაზე შექმნილი შავ-თეთრი ფოტოსერიები.

გამოფენის კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი.
გამოფენის გახსნა: 2 თებერვალი, 2019 16:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 2-15 თებერვალი, 2019
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8.
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია

 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს და გიწვევთ სეზონის პირველ შეხვედრაზე!
 მათ, ვისაც გაინტერესებთ ფილოსოფიის საიდუმლოება და სამყაროს შემოქმედებითი ხედვა, გელით 1 თებერვალს 19:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში , ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექციაზე – ,,მერაბ მამარდაშვილი და თანამედროვე ფილოსოფია.''
 დასწრება თავისუფალია !

Georgian Flavours From Helena – პრეზენტაცია

პირველ თებერვალს 19:30 საათზე რესტორან „Andropov's Ears“-ში გაიმართება ელენე ბედუელის ახალი კულინარიული წიგნის – „GEORGIAN FLAVOURS FROM HELENA“ – პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე წიგნის შესახებ თავად ავტორი ისაუბრებს და სტუმრებს ღვინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

„GEORGIAN FLAVOURS FROM HELENA“ წარმატებული ჟურნალისტის, ელენე ბედუელის, ინგლისურენოვანი კულინარიული წიგნია, რომელიც უკვე პოპულარულ კერძებთან ერთად, ქართული სამზარეულოს უცნობ მხარესაც აღმოგაჩენინებთ. შთამბეჭდავი ფოტოები და მარტივი ენით ახსნილი რეცეპტები ქართული მრავალფეროვანი სამზარეულოს მიმართ ინტერესს არაქართველ გურმანებსაც გაუღვივებს.

მსურველებს წიგნის შეძენა პრეზენტაციაზევე შეეძლებათ.

კინოსეანსი „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“

  ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ 30 იანვარს, 19:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კინოთეატრში იქნება წარმოდგენილი.
  35 წლის წინათ ეკრანებზე გამოსული ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება კინორეჟისორის იუბილეს მიეძღვნება.
ფილმი 2014 წელს კანის ფესტივალზე სექცია „Cannes Classics“-ში აჩვენეს.
  ეროვნული არქივის კინოთეატრის მაუყურებელი ფილმს იხილავს მაღალ ხარისხში – 2K DCP, ინგლისური სუბტიტრებით.
  კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება ფილმის გადასაღები მოედნის ამსახველი ფოტოები.
  დასწრება თავისუფალია.

,,ხატვის სტუდიები" – გამოფენა

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურის და დიზაინის სკოლა VA[A]DS გიწვევთ სემესტრის შემაჯამებელ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება პირველი და მეორე კურსის ხატვის სტუდიების, ნინო ქვრივიშვილის, თორნიკე ჭაფოძის და ნიკა ქუთათელაძის სტუდენტების ნამუშევრები.

გამოფენის გახსნა 31 იანვარს
17:00-19:00 სთ
ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>