ახალი ფერები ანიშ კაპურის წინააღმდეგ

ყველასათვის ცნობილია, რომ ანიშ კაპურს უშავესი ფერის გამოყენების ექსკლუზიური უფლება აქვს ნაყიდი, ახლა კი საპროტესტოდ სხვა ხელოვანი საკუთარ შავ ფერს ამზადებს. სტუარტ სემპლის ,,Black 3.0"-ის გამოყენება ანიშ კაპურის გარდა ყველას შეეძლება. 

ბრიტანელმა ხელოვანმა კიკსტარტერი განათავსა, რომელიც ახლახანს სრულად დაფინანსდა. პროექტის მიხედვით ის შეეცდება შექმნას უშავესი ფერი, რომლის გამოყენების უფლებაც, ანიშ კაპურის გამოკლებით, ყველას ექნება. ახლადმოპოვებული დაფინანსება ფაბრიკასა და ,,Black 3.0"-ის შექმნას მოხმარდება. 

ფერის სახელიდან გამომდინარე, ეს სემპლის მესამე მცდელობაა შექმნას უშავესი შავი. პროექტის წინამორბედი – ,,Black 2.0" 2017 წლის მარტში დაანონსდა. აღნიშნული ფერის ნიმუში 1 000 ხელოვანს გაეგზავნა. 

კიკსტარტერის პირველ აბზაცში ვკითხულობთ:

,,მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ამ პროექტის ხელშეწყობით, თქვენ ადასტურებთ, რომ არ ხართ ანიშ კაპური, არ ხართ ასოცირებულნი ანიშ კაპურთან და არ უჭერთ პროექტს მხარს ანიშ კაპურის ნაცვლად. თქვენი ცოდნით, ინფორმაციითა და რწმენით, ეს მასალა არ მიაღწევს ანიშ კაპურამდე."

სემპლი საკუთარ პიგმენტებს პირადი მოხმარებისათვის ბოლო 20 წელია ამზადებს. კაპურის ექსკლუზიურმა გარიგებამ Vantablack-ის შემქმნელებთან ბრიტანელ ხელოვანს თავდაპირველად ,,მსოფლიოს უვარდისფრესი ვარდისფერის" შექმნა შთააგონა. აღნიშნული პროდუქტის დამზადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ანიშ კაპურმა ვარდისფერ პიგმენტში შუა თითი ჩაყო და ინსტაგრამზე ფაქტის ამსახველი ფოტოც განათავსა:

View this post on Instagram

Up yours #pink

A post shared by Anish Kapoor (@dirty_corner) on

Vantablack-ისგან განსხვავებით, ,,Black 3.0" აკრილის საღებავია, რომლის გამოყენებაც სახლის პირობებში მარტივადაა შესაძლებელი. სემპლის პროექტი გასაოცარ დროში, 38 საათში, 55 430 დოლარით დაფინანსდა.

სტუარტ სემპლის წინამორბედ პროექტებს წარმოადგენს ,,უბრჭყვიალესი ბრჭყვიალა" და ცვალებადი ფერის ,,Unicorn" საღებავი. ასევე, მან პირველმა შექმნა ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული ბრჭყვიალები. 

 

წყარო: news.artnet.com