12 ნივთი #სახლისთვის

ახალი წელი ბევრისთვის ახალ გამოწვევებს უკავშირდება და ბევრი ცდილობს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ამის ერთ-ერთი გზაა ახალ სახლში გადასვლა, ამიტომ იანვარი-თებერვალი შეიძლება ,,ნოვოსელიებით” დატვირთული თვეები გამოდგეს. ,,ბანბანერკა” და შამპანიური კი გვიყვარს ყველას, მაგრამ მათი გათავება ათი წუთის საქმეა… გთავაზობთ უფრო გრძელვადიან 12 საჩუქარს:

კერამიკული სტუდია 1300 ზუსტად ის ადგილია, სადაც სიჭრელის მოყვარული დიასახლისები თავს სამოთხეში იგრძნობენ. მათი ნამუშევრები სიმარტივით და დახვეწილობით გამოირჩევა და გამორიცხულია, ვინმეს არ მოეწონოს.

Star Plates — 45, 55, 85 ლარი ზომების მიხედვით

ვარსკვლავის ფორმის თეფშებით დაწყებული…

კერამიკული ბოთლები — 50 ლარი.

გოჭები — 10 ლარი

…ღორის წლის თემატიკით დამთავრებული, ტასოს და ჯიბუს კერამიკულ სტუდიაში ყველაფერს იპოვნით. 

https://startuperi.ge/ka/startups/keramikis-ganviTarebis-centri

 

ფუნდუკი ამზადებს ხის ნივთებს, რომლებიც მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც მათ ტარებას შესაძლებელს და მოსახერხებელსაც კი ხდის. მათ პროდუქციაში ტანსაცმელს და აქსესუარებსაც იპოვნი, ამიტომ, შენს ადგილას, საჩუქრის შერჩევისას ამ სტარტაპს გულგრილად ნამდვილად არ ჩავუვლიდით.

საქანელა — 900 ლარი

ამ გრძელ ნახვრეტებს ხედავ? შეგიძლია ნებისმიერში ჩადო საზურგე და როგორც მოგიხერხდება, ისე მოეწყო. მეტი კომფორტისთვის, ბალიშები დაიყარე და მრგვალ ნახვრეტში ჩაის ან ყავის ჭიქა მოათავსე (თუნდაც ლუდის ბოთლი… სულ ერთია).

სარკიანი თარო — 300 ლარი

როცა არ გაქვს დრო, დაჯდე და მაკიაჟს და თმის დაყენებას დიდი დრო დაუთმო, ეს სარკიანი თარო აუცილებლად მხსნელად მოგევლინება: მიირბინე, თმა გადაივარცხნე, ტუში წაისვი და გავარდი.

ჩითები — 100 ლარი

,,შლოპანცებში” და ,,ადიდასის ფლოსტებში” ფეხის შეყრა კი ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ ზამთარში რამდენად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა? ეს ნატურალური შალის ჩითები აუცილებლად დაგვიცავს გაყინვისგან, ჩვენი წინაპარი თუშები სამაგისოდ თავს არ გაწირავდნენ…

https://www.facebook.com/Fundukidesigns/

 

კომოდუსის ძირითადი პროდუქცია კერამიკულია, თუმცა მათ არსენალში ავეჯი და განათებაც აქვთ, რომელსაც ვერ უგულებელვყოფთ.

სკამი — 125 ლარი

განათება — 118 ლარი

თუ სადა თქვენც მოგბეზრდათ…

ხილის ჯამი — 49 ლარი

https://startuperi.ge/ka/startups/commodus?fbclid=IwAR0YaAkgExFlJqnUiyyDBT-rTjCytstArzSAi3dY5tTNyY2s28NGa-nIHjU

 

ქოქონათი არის სტარტაპი, რომელიც ამზადებს განათებას, მაგრამ არა ჩვეულებრივს… მათი პროდუქცია ქოქოსისგან კეთება და ძალიან ეგოზტიკურ და რომანტიულ გარემოს ჰქმნის. ყველა სიკეთესთან ერთად, მათ კურიერული მომსახურეობა აქვთ, რომელიც შედის მითითებულ ფასებში.

ვარსკვლავიანი ქოქოსის განათება — 54 ლარი

ბამბუკის მაღალი სანათი — 130 ლარი

გულის ფორმის სანათი — 54 ლარი

https://startuperi.ge/ka/startups/qoqonaTi-COCOnut?fbclid=IwAR21NE_jCuU89Yf0qldPJzWxaGP6FuDtpERFDaGKI-TNiHMcy0_ReHnVtlc

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>