,,მეტი დრო ცხოვრებისთვის” – ლევან გიორგაძე

პროფესიით ფინანსისტია და კომპანია „სოკარის“ მენეჯმენტით არის დაკავებული, თუმცა, ბოლო სამი წელია მისი სახელი ყველაზე მეტად „CROSTY”-ს უკავშირდება. ქართული ბრენდი ლევან გიორგაძემ მეგობრებთან ერთად შექმნა და მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების, პრემიუმ კლასის სპორტულ ფეხსაცმელს სთავაზობს.  „CROSTY”-მ ქართველი მომხმარებლის ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო და ბოლო ერთი წელია პოზიციონირებას ამერიკის ბაზარზეც შეუდგა. ლევან გიორგაძე ამბობს, რომ ჰობი არ აქვს და მის უმთავრეს მიზანს ბრენდის განვითარება წარმოადგენს. სამომავლო გეგმებიც „CROSTY”-ს გლობალურ ბრენდად ქცევას უკავშირდება. ყველაზე კარგად თავს ნიუ-იორკში გრძნობს და ამბობს, რომ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს, არ უყვარს აზარტული თამაშები და უყვარს საკუთარ თავთან შეჯიბრი. სამსახურს კი მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.  

დრო რომ უკეთ გაანაწილო…

უნდა გქონდეს ბევრი. 

დასახული მიზანი მიიღწევა… 

მისკენ დაუღალავი და გაუჩერებელი სვლით.

წარმატება ჩემთვის არის…

ცხოვრების ისეთი გზის პოვნა, რომელიც სიამოვნებას განიჭებს.

მარცხს ვიღებ როგორც…

გაკვეთილს.

ვცდილობ მეტი დრო დავუთმო…

ახალი რაღაცების აღმოჩენას.

თქვენი წარმატების ფორმულა…

არ მიყვარს წარმატების ფორმულები.

ვიქნებოდი…

მწერალი.

ცხოვრებისეული ფრაზა…

ყველა ტყუის (everybody lies).

აუხდენელი ოცნება…

არ მაქვს, ჯერ კიდევ ახდენის პროცესში ვარ.

ოცნება, რომელსაც ავიხდენ…

„CROSTY“ იქნება მულტინაციონალური ბრენდი.

ის რაც არასდროს მომწყინდება…

ლაპარაკი.

ჩემზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს…

კოსმოსი

ყოველდღიურობას შევცვლიდი…

ყოველდღიურობას ვერ შეცვლი, უფრო საინტერესოს გახდი, მაგრამ მაინც ყოველდღიურობა იქნება.

შთამაგონებს…

გაბედული ადამიანები.

ვცხოვრობ…

ჩემთვის.

ცხოვრებას სიცოცხლისგან განასხვავებს…

ინტერესი.

ყველაზე დიდი გამოცდილება მომიტანა…

შეცდომებმა.

ის, რაც ყველაზე მეტად მაკლია…

დრო.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>