Pantone | ნიუ-იორკის მოდის კვირეული

ყოველ სეზონზე Pantone Color Institute-ის გუნდი ტრენდულ ფერებს გვამცნობს. ისინი მოდის კვირეულზე გამორჩეულ ფერებს ეძებენ, რომლებიც მომდევნო წელს ცნობილი დიზაინერების კოლექციებში განთავსდება. მათი რწმენით, წარმოდგენილი ფერები არამხოლოდ მოდის, არამედ დიზაინის ყველა სფეროში აქტიურად იქნება გამოყენებული. 

გაზაფხულისა და ზაფხულის 2019 წლის კოლექციები საერთო განწყობით თამამ და გამამხნევებელ ფერებს მოიცავს, რომლებიც თვითშეფასებისა და თვითგამოხატვის უნარს გვიმაღლებენ. წლის ქალისა და მამაკაცის კოლექციები მაღალ მოდასა და ქუჩის სტილს აერთიანებს. ტრენდული ფერები ჩვენგან კრეატიულობასა და სითამამეს მოითხოვენ. Pantone-ის საინტერესო კვლევა 12 გამორჩეულ და 4 კლასიკურ, ნეიტრალურ ფერს გვთავაზობს. 

გაზაფხული/ზაფხული NYFW ფერების პალიტრა

გაზაფხული/ზაფხული ნეიტრალური ფერები

ყოველდღიური მოდისათვის სტრუქტურა მნიშვნელოვანია. კლასიკური ფერები ყოველთვის აქტუალურია, და მათ გარეშე გამორჩეულ კონტრასტულ ფერებს საფუძველიც არ ექნებოდათ. 

წყარო: www.pantone.com