ლევან მინდიაშვილი BRIC ბიენალეზე #SouthBrooklyn

BRIC ბიენალე, რომელიც სამხრეთ ბრუკლინის ახალგაზრდა და კარიერის შუა ასაკზე მყოფი ცხრამეტი მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს, ნიუ-იორკში დღეს, 6 თებერვალს, იხსნება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობას ნიუ-იორკსა და თბილისში მოღვაწე ხელოვანი ლევან მინდიაშვილი იღებს. 

ლევან მინდიაშვილი, "Here is Always Somewhere Else," 2019. დეტალი.

დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის დროს 2019 წლის BRIC ბიენალეს თემა გვაჩვენებს, თუ როგორ ხედავენ ხელოვანები თემას “The Impossible Possible”. იმის ნაცვლად, რომ ვიზუალურად აღეწერათ დღევანდელი მდგომარეობა, წარმოდგენილმა ხელოვანებმა მუშაობის პროცესი საპირისპიროდ შეაბრუნეს და პირადი სივრცეები თუ სხვა ალტერნატიული რეალობები ასახეს. ზოგიერთი მხატვარი ფანტაზიურ ქმნილებებსა თუ გარემოებებს ქმნის, ისინი უტოპიური და დისტოპიური სამყაროს ცხოვრების წესებს გვთავაზობენ, სხვები კი სხვადასხვა არასტანდარტული მასალით, გენდერულ ნორმებისა და რასობრივ თემებს, ფერწერისა და ქანდაკების მეშვეობით იკვლევენ.

საბოლოოდ, ყველა არტისტი არსებულ ყოფასა და წესს ეჭვქვეშ აყენებს. ისინი ახალ რეალობებს ამჟამინდელი სოციალური და პოლიტიკური სისტემების გარეთ ეძებენ.

Yi Xin Tong, Animalistic Punk – Fish (2018). Courtesy of BRIC.

რიგით მესამე BRIC ბიენალეზე წარმოდგენილი ქართველი ხელოვანი – ლევან მინდიაშვილი, ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა იდენტობა და მეხსიერება. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯროს შორის, და სუბიექტური გამოცდილების გავლით, მისი შერეული ტექნიკის ნამუშევრები განზოგადებულ სახეს იღებს. მისი კვლევის საკითხები დღესაც აქტუალურია საქართველოსა და ზოგადად პოსტ-საბჭოთა ისტორიაში, სადაც 90-იანი წლების ე.წ. გარდამავალმა პერიოდმა თავისი ფატალური კვალი დატოვა ადგილობრივი კულტურის იდენტობაზე.

წარმოდგენილი გამოფენა ელიზაბეტ ფერერისა და ჯენი გეროუს კურატორობით განხორციელდა. ბიენალესთან ასოცირებული სხვა გამოფენების დათვარიელება შემდეგ ადგილებშიცაა შესაძლებელი: Green-Wood Cemetery, La Bodega, NARS Foundation, Ortega Y Gasset Projects და Trestle Gallery.

BRIC ბიენალე ნიუ-იორკში 7 აპრილამდე გრძელდება, ამიტომ თუ ბრუკლინში იმყოფებით, მის დათვალიერებას აუცილებლად გირჩევთ.

ლევან მინდიაშვილი, Hyperlink for Here is Always Somewhere Else No.6, 2019. დეტალი.
ლევან მინდიაშვილი, Hyperlink for Here is Always Somewhere Else No.6, 2019.

 

 

 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>