ოსკარს წელს წამყვანი არ ეყოლება

კინოაკადემიის 91-წლიან ისტორიაში მეორედ ხდება, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩაივლის. ოსკარის წამყვანის გარეშე დარჩენა კინომოყვარულებისა და მედიისთვის სურპრიზი არ ყოფილა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ABC-ის გართობის ახალმა პრეზიდენტმა კერი ბურკმა დაადასტურა.

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციების წარმდგენთა პირველი ნაწილის ვინაობა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. ჯილდოების გადამცემთა სიაში არიან ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა დენიელ კრეიგი, კრის ევანსი, ვუპი გოლდბერგი, ბრი ლარსონი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ოსკარი წამყვანის გარეშე პირველად 1989 წელს დარჩა, 2019 წლის ოსკარის წამყვანი კი მსახიობი და კომიკოსი კევინ ჰარტი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ის წლების წინ ტვიტერზე გამოქვეყნებული ჰომოფობიური განცხადებების გამო გააკრიტიკეს, ჰარტმა ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა.

კინოსამყაროს ყველაზე დიდი მოვლენა 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>