ალეხანდრო არავენას სოციალური დასახლება

ალეხანდრო არავენა 1967 წლის 22 ივნისს სანტიაგოში, ჩილეში დაიბადა. მან ჩილეს კათოლიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის განხრით 1992 წელს დაამთავრა და ორ წელიწადში Alejandro Aravena Architects დააარსა. არქიტექტორი 2001 წლიდან ELEMENTAL-ის ხელმძღვანელია, რომლის პრაქტიკაც, მოცემული ფიზიკური საჭიროებებისა და ლოკალური კონტექსტების პირობებში, ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. მისი პროექტები საცხოვრებლებს, საზოგადოებრივ სივრცეებს, ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორიტრებას მოიცავს. 

2010 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ELEMENTAL-ს ჩილეს ქალაქ კონსტრუკსიონის აღდგენა დაუკვეთეს, რომელიც სტიქიური მოვლენების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. შემთხვევისათვის ალეხანდრო არავენამ გონზალო არტეაგასთან, ხუან სერდასთან, ვიქტორ ოდდოსა და დიეგო ტორესთან ერთად ახალი პროექტი შეიმუშავა. აშკარაა, რომ სანამ ფურცელზე კალამს მიიტანს, არქიტექტორს ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, პოლიტიკური და სოციალური განზომილებები სრულად აქვს გათვალისწინებული, ეს ყველაფერი კი აღნიშნულ პროექტში ნათელია. კონსტრუკსიონის აღდგენა მის კარიერაში ცენტრალური მომენტი აღმოჩნდა. 

არავენა პირველი ჩილელი არქიტექტორია, რომელმაც არქიტექტურაში ყველაზე პრესტიჟული Pritzker-ის ჯილდო მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ის მეორე არქიტექტორია, რომელმაც ერთსა და იმავე წელს აღნიშნული ჯილდოს მოპოვება და ვენეციის არქიტექტურული ბიენალეს ხელმძღვანელობა მოახერხა. 

კონსტრუკსიონის ვილა ვერდეს სრულ ფართობს ორსართულიანი ,,ნახევარსახლები" იკავებს. შენობების ვიზუალური დიზაინი განსხვავებულია, თუმცა კონცეფცია იგივე რჩება; ნახევარი სახლი იდენტურია, ხოლო მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული. მიუხედავად იმისა, რომ სახლების აშენება იაფი დაჯდა, ის პრაქტიკული და კარგად იზოლირებულია. სტიქიური მოვლენების შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს არ ექნებოდათ დრო ცემენტის საფუძველი, სანტექნიკა და ელექტროენერგია მოეწესრიგებინათ, ამიტომაც ალეხანდრო არავენამ ძირითად საჭიროებებზე იზრუნა. 

2004 წელს დასრულებული Quinta Monroy-ს საცხოვრებელის განვითარება, რომელიც 93 სახლს მოიცავს, არავენას პირველი აშენებული პროექტია. ამ პროექტმა 2008 წელს იმედისმომცემი ახალგაზრდა არქიტექტორის კატეგორიაში ვერცხლის ლომი მოიგო. 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>